Uncategorized

ნიკა გვარამია-,,სირცხვილია, მეგობრებო თუ ყოფილო მეგობრებო, უკიდურესი სირცხვილი!”

Nusagi

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ “რუსთავი 2”-ის მხრიდან მიკერძოების და სიცრუის გავრცელების მაგალითად “ევროპული საქართველოს” და აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებები მოიყვანა.

“მოკლედ, რა ხდება. მოვიდა სტრასბურგიდან საქართველოს სახელმწიფოს პასუხი. სხვა დანარჩენთან ერთად, საქართველოს მთავრობა ითხოვს, სანამ საქმის განხილვა დასრულდება, დაუყოვნებლივ მოიხსნას დროებითი ღონისძიება და რ2 გადაეცეს ხალვაშს (კანონიერ მესაკუთრესო, ასე წერენ). ნუ ამათ რა აწუხებთ და ამ მოთხოვნით რას ამტკიცებენ, გასაგებია.

გარდა იმისა, რომ ჩემი ბრიფინგებით რ2 სასამართლოს იმიჯს ლახავს და სიცრუეს ავრცელებს, კიდევ რა მოიყვანა იუსტიციის სამინისტრომ რ2ის მხრიდან მიკერძოების და სიცრუის გავრცელების მაგალითად? როგორც ნავარაუდევი იყო 100%-იანი სიზუსტით – “ევროპული საქართველოს” და აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებები.

სირცხვილია, მეგობრებო თუ ყოფილო მეგობრებო, უკიდურესი სირცხვილი”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: