სოციალური ქსელები და მედია

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვაჟი თომა მარგველაშვილი მოინათლა

Nusagi

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვაჟი თომა მარგველაშვილი მოინათლა. ფოტოები პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი მეორე ვაჟის მშობლები იანვარში გახდნენ. მაკა ჩიჩუასა და გიორგი მარგველაშვილისთვის თომა მეორე საერთო შვილია. მათი პირველი საერთო ვაჟი თემო მარგველაშვილი უკვე სამი წლისაა, წყვილს წინა ქორწინებებიდან ქალიშვილები – ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა ჰყავთ.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ახალშობილი ვაჟის შესახებ ისაუბრა ერთ-ერთ გადაცემაში. “თომა არის ბრაზიანი, მსუნაგი და მძინარა” – ასე დაახასიათა საქართველოს პრეზიდენტმა მესამე, ახლადშეძენილი ვაჟი “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას. გიორგი მარგველაშვილმა იხუმრა კიდეც, რომ ორი ბავშვის “გადამკიდე” ის “დუშეთიდან ევროპასა და ამერიკაში გაიქცა”.

“ასევე მინდა ვთქვა, რომ თემო თომას ძალიან კარგად ექცევა, ეფერება და მის ყველა თვისებას დადებითად უყურებს” – აღნიშნა მარგველაშვილმა.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,681 ნახვა
%d bloggers like this: