რუსთავში შესაძლოა,  ელექტროავტობუსების მშენებელი ქარხანა გაიხსნას

კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორის მურმან პატარაიას განცხადებით, რუსთავში შესაძლოა,  ელექტროავტობუსების მშენებელი ქარხანა გაიხსნას. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

ქარხნის ასაშენებლად 4 ლოკაცია იყო შერჩეული, აქედან ერთი თბილისის, ორი რუსთავის, ხოლო ერთი გარდაბნის ტერიტორიაზე. მართალია, კონკრეტული ადგილის შესარჩევად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჯერ არ დასრულებულა. დიდი ალბათობით კვლევაზე მომუშავე ჯგუფი რუსთავში მდებარე ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება და ქარხნის მშენებლობა რუსთავის ტერიტორიაზე დაიწყება.

მისივე თქმით, ელექტროავტობუსების წარმოების დაწყებამდე, სადემონტრაციოდ საქართველოში ზუსტად ისეთი ელექტროავტობუსის ჩამოყვანა გადაწყვიტეს, რომლის ანალოგების წარმოებაც ამ ქარხანაში მოხდება. ასეთი პირველი ელექტროავტობუსი თბილისში, რამდენიმე დღეში გამოჩნდება და 61-ე ნომერი ავტობუსის ხაზზე იმოძრავებს.

შეგახსენებთ, საქართველოში წარმოებული ელექტროავტობუსები  ევროკავშირში გავა, რასაც გერმანული კომპანია EURABUS-იუზრუნველყოფს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში ელექტროავტობუსების ქარხანაში, სადაც 200-მდე ადამიანი დასაქმდება, თვეში 200-300 ავტობუსის წარმოება იქნება შესაძლებელი.

Facebook Comments

ახალი დადებული