Uncategorized

„რუსი ილონ მასკი” საგამოძიებო იზოლატორში გაუპატიურების და წამების შედეგად გარდაიცვალა

Nusagi

ბრალდებული, რომელიც პეტერბურგის საგამოძიებო იზოლატორში წყალქვეშა ხომალდის მშენებლობის დროს, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების მითვისებაში იყო ეჭვმიტანილი, გააუპატიურეს და გაგუდეს. მისი სიკვდილი კი თვითმკვლელობის მცდელობად გაასაღეს.

ამის შესახებ რუსული სააგენტოები Новая газета-ზე დაყრდნობით იუწყებიან. გამოცემის ცნობით, ინჟინერი ვალერი პშენიჩნი 5 თებერვალს, საგამოძიებო მოქმედებების დროს დაიღუპა. აღნიშნულ რიცხვში პეტერბურგის СИЗО №4 -ის ბადრაგმა ის 40 სმ. სიგრძის კაპიუშონის ზონარით დამხრჩვალი იპოვა.

იზოლატორის თანამშრომლებმა მომხდარი სუიციდად შეაფასეს. თუმცა, თებერვალ-მარტში ჩატარებულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ პშენიჩნის თავი არ მოუკლავს. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებების შედეგად დაიღუპა. დაკავებული აწამეს, გააუპატიურეს და ბოლოს გაგუდეს. მის სხეულზე ნაჩხვლეტი და ნაკაწრი ჭრილობებია აღმოჩენილი, პირში – ელექტროტრავმის კვალი.

გარდა ამისა, დაკავებულს ხერხემალიც გადამტვრეული ჰქონდა. უცნობია, რატომ მოექცნენ ცნობილ ინჟინერს ასე სასტიკად. სიკვდილამდე , როგორც “ნოვაია გაზეტა” წერს, მან მოახერხა და ცოლს სამი წერილი გადასცა, რომლებშიც თხოვდა, რომ ფული არავისთვის გადაეხადა. ცნობილია, რომ ინჟინერთან ერთ კამერაში კიდევ ორი დაკავებული იმყოფებოდა, ერთი ყირგიზეთის მოქალაქე, მეორე კი -რუსეთის.

პშენიჩნის გარდაცვალების დღეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების გამო ორივე პატიმარი კამერიდან გაყვანილი იყო. სათვალთვალო კამერებს არაფერი აღუბეჭდავთ, რადგან სწორედ იმ დროს, როდესაც გარდაცვალება მოხდა, იზოლატორში მოკლე ჩართვა მოხდა და შუქი გაითიშა. გარდაცვლილი ვალერი პშენიჩნი წყალქვეშა ხომალდ «Варшавянка»-ს მშენებლობის დროს ფულადი სახსრების მიტაცების გამო იხდიდა სასჯელს. ის იყო კომპანია НовИТ Про-ს მესაკუთრე, რომელმაც ხომალდის სამგანზომილებიანი კომპიუტერული მოდელი შეიმუშავა.

2016 წელს ბიზნესმენმა ეჭვი აიღო, რომ მისმა პარტნიორმა და საწარმოს დირექტორმა, ანდრეი პეტროვმა კომპანიის კუთვნილი ათეულობით მილიონი მიითვისა. პშენიჩნიმ სისხლის სამართლის საქმის აღძრას მიაღწია. პეტროვმა ციხეში პშენიჩნისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელ გლებ ემელჩენკოვის წინააღმდეგ მისცა ჩვენება და მათ შეკვეთის საფასურის ხელოვნურად გაზრდაში დასდო ბრალი.

საქმის ახალი ფიგურანტები მალევე დააკავეს, სამი კვირის შემდეგ კი ერთი მათგანი გარდაიცვალა. კოლეგები პშენიჩნის „რუს ილონ მასკს ” ეძახდნენ. გამოცემა “ლენტა.რუ”-ს ინფორმაციით, წყალქვეშა ნავი, რომლის შექმნაზეც ის მუშაობდა, და გამოძიების ეჭვით, რომლის ფასიც შეგნებულად გაზარდა, აბსოლუტურად უნიკალური იყო.

ექსპერტების აზრით, ხომალდი გემთმშენებლობაში, ნავთობისა და გაზის კომპანიებში ახალ შესაძლებლობებს შექმნიდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,461 ნახვა
%d bloggers like this: