მედიცინაში არსებობს ყურძნით მკურნალობის პრაქტიკა და ყურძნის დიეტა

მედიცინაში არსებობს ყურძნით მკურნალობის პრაქტიკა და მას ამპელოთერაპია ეწოდება. ყურძენი მდიდარია გლუკოზით, რომელიც თითქმის სისხლის ფორმულას აუმჯობსებს.

ტკბილი და ძალიან სასარგებლო

ამპელოთერაპია ამარცხებს გულის უკმარისობას, სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებებს (ბრონქიტს, პნევმონიას, ასთმას) და ორგანიზმში სისხლის ნაკლებობას. ყურძენი შეიცვას ორგანულ მჟავებს, რკინას, ალუმინს, B,C,A ვიტამინებს, ფერმენტებსა და ფიტონციდებს.

იგი ასევე მდიდარია ბიოტინებით, რომლებიც ძალიან სასარგებლოა კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის. შავ ყურძენს კი სადეზინფექციო ფუნქციაც აქვს- ანგინისა და ყელის ტკივილის დროს იგი ტკივილს დაგიამებთ.

ყურძნის სამკურნალო თვისებებს შორის აღსანიშნავია ის, რომ იგი არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს მადას და აწესრიგებს ძილს.

ატონიზირებს და ამაგრებს

გაციების შემთხვევაში ამცირებს სისველეს და ხველას. იგი იმუნურ სისტემას ამყარებს და ინფექციებს განდევნის ორგანიზმიდან. ამასთან, აჯანსაღებს ორგანიზმს და მატონიზირებელი ეფექტიც აქვს.

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ყურძნით მკურნალობას გადაწყვეტთ?

ყურძენი დღეში 2-3-ჯერ უნდა მიიღოთ, ჭამამდე 30 – 40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსს მცირე დოზებით (300გრ) იწყებენ და ნელ-ნელა დოზას ზრდიან. საბოლოოდ კი დღე-ღამეში 3 კგ კენკრას მიირთმევენ.

ამპელოთერაპიას შესაძლოა უკუჩვენებაც ჰქონდეს. მათ შორის – თუ გაქვთ ჭარბ ჭონასთან დაკავშირებული პრობლემები, ჰიპერტონია, დიაბეტი, კუჭის წყლული.

ამაგრებს იმუნიტეტს

ღვინით მკურნალობას ენოთერაპია ეწოდება. სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან შედარებით ღვინო უფრო მსუბუქი დასალევია და ვიტამინებით, მინერალებითა და ფიტონციდებითაა მდიდარი. დამტკიცებულია: 100-150 მგ წითელი ღვინის მიღების შემთხვევაში, სისხლში საგრძნობლად იკლებს ქოლესტერინის დონე და მცირდება ტრომბის გაჩენის ალბათობა.

ღვინო შეიცავს ფიტოესტეროგენებს- ქალური ჰორმონების მცენარეულ ანალოგს, რომლებიც მთავარ როლს თამაშობს ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში. ღვინის მეშვეობით შეგიძლით გადაჭრათ ჭარბი წონის პრობლემა, გაიუმჯობესოთ კანის მდგომარეობა და გათავისუფლდეთ სტრესისგან.

ყურძნის დიეტა

ამ დიეტით სამი დღის განმავლობაში შეგიძლიათ დაიკლოთ 2 კგ-ზე მეტი. ამასთან აივსოთ ენერგიით და ორგანიზმს შლაკებისგან გაწმენდთ. პირველ დღეს უნდა მიირთვათ 0.5 გრ. ყურძენი, მეორე დღეს- 1.5 კგ, მესამე დღეს კი 2 კგ. ყურძენი გაყავით 5-6 თანაბარ ნაწილად და მიირთვით დღის განმავლობაში. დიეტისთვის შეარჩიეთ წიპწიანი ყურძენი. იგი შეიცავს პოლიფენოლს, რომელიც კანის დაბერების პროცესს უშლის ხელს.

წყარო: ჟურნალი “და ქალი”

Facebook Comments

ახალი დადებული