Uncategorized

როგორი იქნება ცხოვრება თბილისში საღამოს 8 საათიდან დილამდე

Nusagi

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა. პრეზენტაციაზე, თბილისის მერთან ერთად, პროექტის ხელმძღვანელი, სერგი გვარჯალაძეც წარსდგა და საზოგადოებას ღამის ეკონომიკის კონცეფცია და უახლოესი მომავლის სამოქმედო გეგმა გააცნო.

ღამის ეკონომიკა გულისხმობს ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც საღამოს 8 საათიდან იწყება და დილამდე გრძელდება. ამ პროცესში ჩართულია სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის ტრანსპორტი და კომუნიკაციები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი, კულტურის ინდუსტრია, ვაჭრობა და სხვა.

ცნობისთვის, ღამის თბილისის განვითარება კახა კალაძის წანასაარჩევნო დაპირება იყო და ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციაში შედიოდა. როგორც კალაძე აცხადებდა, ღამის კულტურული ცხოვრების  ახალ სტარტაპებს წაახალისებს და ქალაქის საგადასახადო შემოსავლებს გაზრდის.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,441 ნახვა
%d bloggers like this: