Uncategorized

განათლების სამინისტრო სოციალური ქსელით გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოს ეხმაურება

Nusagi

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური ქსელით გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც YouTube-ზე 2017 წლის სექტემბერში აიტვირთა.

“როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გახდა ცნობილი, სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვნების ვინაობა, დადგენილია ის პირებიც, ვინც სოციალურ ქსელში ატვირთა აღნიშნული ვიდეო. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება. მოზარდებთან მუშაობენ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები იმუშავებენ როგორც არასრულწლოვანებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. მომხდარს დამატებით შეისწავლის სამინისტროს აუდიტის სამსახური”,- აცხადებენ სამინისტროში.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტი იკვეთება, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი და სახალხო დამცველიც გამოეხმაურნენ. ლომჯარია ვიდეოს წაშლას ითხოვს.

შსს-ს ინფორმაციით კი, ბავშვზე ძალადობის ამსახველ ვიდეოში ყველა პირი იდენტიფიცირებულია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,468 ნახვა
%d bloggers like this: