გამორიცხული არაფერი არ არის, დანაშაული ხდება მაშინაც, როცა ციხესთან არც ჰქონიათ შეხება

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ პატიმრების შეწყალებასთან დაკაშირებით, აუცილებელია, რომ ერთის მხრივ, შენარჩუნებული იყოს ჰუმანური აქტები, მაგრამ მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტად შეიქმნას ისეთი მექანიზმები, რომელიც გამორიცხავს მომავალში ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებს.

ამის შესახებ მინისტრმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტთან და შეწყალების კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“გამორიცხული არაფერი არ არის. თქვენ იცით, რომ დანაშაული ხდება მაშინაც კი, როდესაც ადამიანს ციხესთან საერთოდ არ ჰქონია შეხება, ოჯახში 20 წელი ერთად ცხოვრობენ და ერთ დღესაც ასეთი შემთხვევები ხდება. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად იყო პრევენციულად დაცული ასეთი შემთხვევები”, – აღნიშნა კახიშვილმა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული