სელებრითები

All Blacks-ის ვარსკვლავმა, აარონ სმიტმა აეროპორტის ტუალეტის ინციდენტისთვის ბოდიში მოიხადა

Nusagi

ახალი ზელანდიის რაგბის All Blacks-ის ვარსკვლავმა ბოდიში მოიხადა აეროპორტის ტუალეტში თავისი “მიუღებელი რანდევუსთვის,“ რის გამოც  ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იძულებული იყო განეცხადებინა, რომ   სპორტსმენმა “თავი შეირცხვინა.” ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  ხალხმა დაინახა, თუ როგორ შეყვა იგი ქალს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილ ტუალეტში, როდესაც მას თანაგუნდელები აეროპორტში ელოდებოდნენ.

“მე დიდი შეცდომა დავუშვი, დიდი შეცდომა გადაწყვეტილების მიღებისას”, -განუცხადა 27 წლის სპორტსმენმა  ჟურნალისტებს გუნდის სასტუმროში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

ქვეყანაში, სადაც რაგბი ეროვნული სპორტია, მოთამაშეები კი მისაბაძი ადამიანები არიან, სპორტსმენის საქციელი სწრაფად მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ინციდენტი ქალაქ ქრაისთჩერჩის აეროპორტში მოხდა, იმ დღეს, როდესაც ახალმა ზელანდიამ 41-13-ით დაამარცხა სამხრეთ აფრიკის გუნდი.

სმიტი, რომელსაც გუნდის ოფიციალური უნიფორმა ეცვა,  ქალს საპირფარეშოში შეყვა. ამ დროს კი  მთელი ოჯახი ელოდებოდა კაბინის გამოყენებას. იგი მხოლოდ 10 წუთის შემდეგ გამოვიდა ტუალეტიდან.

“ცოტა ვინმე თუ გააკეთებდა ამას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ აარონი საზოგადო მოღვაწეა. მათ მეფეებივით ექცევიან, ნამდვილი მონარქებივით“, -განუცხადა ერთ-ერთმა მოწმემ ჟურნალისტებს.

All Blacks-ის მწვრთნელმა, სტივ ჰანსენმა განაცხადა, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ სმიტს რაგბის ერთი თამაშის შეჩერება დააკისრა.

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის თქმით, სმიტს, როგორც კი იგი დაბრუნდება, გადაცდომისთვის მოსმენა ელოდება.

მოგვიანებით ქალმა, რომლის გამოც აარონს სერიოზული უსიამოვნება შეხვდა, კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს დიდი ხნის წინ იცნობდნენ, თუმცა წლებია, ერთმანეთი არ უნახავთ და არც სოციალურ ქსელში ურთიერთობენ.

“ჩვენ ერთმანეთს აეროპორში შევხვდით და უბრალოდ, განმარტოება გვსურდა. კარს იქით ისეთი არაფერი მომხდარა. თუმცა მესმის, რომ საპირფარეში ამისთვის საუკეთესო ადგილი არ არის”,-განაცხადა ქალმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: