გამოძიება-სკრიპალები რუსეთიდან ჩასულმა დამრტყმელმა ჯგუფმა მოწამლა

ბრიტანეთის პოლიციამ ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმის მთავარი ეჭვმიტანილები გამოავლინა. ამის შესახებ The Daily Telegraph იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამჟამად პოლიცია  ცდილობს, საქმე აღძრას “პირების მიმართ, რომლებიც გამოძიების ინტერესს წარმოადგენენ”. სპეცსამსახურების ცნობით, ისინი რუსეთში დაბრუნდნენ.

ბრიტანულ მხარეს მიაჩნია, რომ სკრიპალები სოლსბერიში მათივე სახლში, რუსეთის ხელისუფლების მიერ ინგლისში გაგზავნილმა დამრტყმელმა მებრძოლმა ჯგუფმა მოწამლა. გამომძიებლებმა ეჭვმიტანილების იდენტიფიკაცია მოახდინეს, რასაც  მოწამვლის საქმეში სერიოზული გარღვევა უწოდეს.

სკოტლანდ-იარდის წარმომადგენლებმა The Daily Telegraph -ის პუბლიკაციის კომენტირებაზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, პოლიცია გამოძიების მიმდინარეობას პრესასთან არ განიხილავს.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება “ნოვიჩოკით” მოწამლეს. მომხდარში ბრიტანეთმა ოფიციალური მოსკოვი დაადანაშაულა.

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული