საზოგადოება

ემზარ კვიციანი-,,მოვითხოვ, ლევან მამალაძე ოჯახით დაბრუნდეს საქართველოში”

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი,  ლევან მამალაძე საქართველოში დააბრუნოს.

“ხელისუფლებამ აღადგინოს სამართლიანობა. უკვე 14 წელია, რაც ლევან მამალაძე პოლიტდევნილობაშია, თავისი ოჯახით და საქართველოში ვერ ბრუნდება. რა არის ამის მიზეზი?

მოვითხოვ, ლევან მამალაძე ოჯახით დაბრუნდეს საქართველოში. რა თქმა უნდა “ნაციონალებს” არ აწყობთ მაგის საქართველოში დაბრუნება, რადგან ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება ამოატრიალოს”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

Facebook Comments