მოსკოვს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა, არიან დაღუპულები

სულ მცირე 21 ადამიანი დაშავდა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, უეცრად ამოვარდნილი ქარიშხლის  შედეგად . დღის მეორე ნახევარში  ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა ადგილებში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„მოქალაქეთა საყურადღებოდ: დიდი ალბათობით, 22:00 საათამდე კვლავ ველით ქარის გაძლიერებას. ფრთხილად იყავით, ნუ გაუშვებთ ბავშვებს სახლიდან”,-დაწერა მოსკოვის მერმა სერგეი სებიანინმა თავის “თვითერზე“.

ქარიშხალი რუსეთის ცენტრალურ ნაწილში 21 აპრილს, დღისით ამოვარდა. ქარმა ასობით ხე წააქცია. მოსკოვის საგანგებო სამსახურები ღამის საათებში ამინდის კვლავ გაუარესებას ელიან. მათი განცხადებით, მოსალოდნელია მკვეთრი აციება, წვიმა და თოვლი.

Facebook Comments

ახალი დადებული