პოსტები სოციალური ქსელიდან

სექსის დროს უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ფრენის დროს, მაგრამ სექსზე უარს ვინ ამბობს?

,,ბრიტანელმა მეცნერებმა დაადგინეს, რომ თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს სწორედ ფრენის ეშინია და ამ ტრანსპორტს ახლოსაც არ ეკარება…

სტატისტიკის მიხედვით, სექსის დროს უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ფრენის დროს, მაგრამ სექსზე უარს ვინ ამბობს? 
მაგალითად, ჩაუვარდა ხელში მომენტი ბატონ სილიბისტროს და სოფი მარსომ სექსი შესთავაზა. არა მგონია, უკან დაიხიოს, – უი, სიკვდილის მეშინიაო… 
აბა ფრენაზე უარს როგორ ამბობთ, თქვე აბდლებო? 

თუმცა, მთლად თქვენი ბრალიც არ არის… მე მგონი სპეციალურად გვაშინებენ…
საიდან ვიცით, რომ აფრენა და დაშვება ყველაზე საშიშია?
თვითონ გვეუბნებიან ეკიპაჟის წევრები…
შეხვალ თვითმფრინავში, მოთავსდები, გადასწევ საზურგეს და გადაწვები ნებივრად თუ არა, მოგადგება სტიუარდესა – საზურგე ასწიე, აფრენის დროს საშიშია გადაწეული საზურგით ჯდომა… ტელეფონი გამორთე, სალონში არ იარო, აფრენისას და დაშვებისას საშიშია… ქამარი შეიკარი…

შენც ზიხარ შეშინებული და თავზარდაცემული და ამდროს, სტიუარდესა, თავის კოლეგასთან ერთად სალონში ჩამოდგება და რასაც პილოტი მიკროფონში ახმოვანებს, იმას პანტომიმის მსახიობივით გაჩვენებს…

– სალონის დეჰერმეტიზაციის შემთხვევაში ნიღაბი არის აქ, ჯერ შენ გაიკეთე, მერე ბავშვს გაუკეთე… ავარიის შემთხვევაში გასასვლელი არის აქ – და ხელით გაჩვენებს თვითმფრინავის ცენტრში არსებულ ილუმინატორზე…
რა ჯანდაბად მინდა მაგ გასასვლელის ცოდნა მიწიდან 11 ათას კილომეტრ სიმაღლეზე?  ავარიული ჟილეტები უნდა ჩაიცვათ ასე…
და იქნევენ ხელებს და წკიპავენ წარბებს….
უკვე დაზაფრული, კიდევ უფრო იზაფრები და ფიქრობ – ოღონდ ავფრინდე, ოღონდ ავფრინდე…

სხვათა შორის, პილოტებიც მონაწილეობენ ჩვენს შეშინებაში…
ჯერ ხომ დაზაფრული როგორც იქნა აფრინდები და მიწას რომ მოწყდები შვებით ამოისუნთქავ (თითქოს ჰაერში ყოფნა იყოს უსაფრთხო) და 15 წუთში მიკროფონში პილოტი ჩაახველებს – ჩვენ მივფრინავთ მიწიდან 11 ათას მეტრზე, 880 კილომეტრი საათში სიჩქარით, გარეთ – 65 გრადუსია და შესაძლოა, ტურბულენტურ ზონაში მოვხვდეთ…

რა ჯანდაბად მინდა ეს ინფორმაცია? შენ თუ კაი კაცი ხარ, რატომ მახსენებ, რომ საფრთხის ზონაში ვარ?
მოკლედ, ამ ყველაფერს თუ გაუძლებ, თვითმფრინავი მიწას შეეხება თუ არა, ტაში უნდა დასცხო…
მაინც ვერ გავიგე, ტაში რად უნდა? აქაოდა, მალადეც პილოტს, რა მაგრად დასვა ლაინერიო  ან და, იქნებ ცოცხალი რომ გადარჩი, იმის აღსანიშნავი აპლოდისმენტებია?

ცნობისთვის, თანამედროვე თვითმფრინავებს ავტოპილოტი სვამს…
მაშინ მძღოლი ყვითელი ავტობუსის კარს რომ გააღებს, მაშინაც ტაში დავცხოთ  ან მეტროს მატარებელში რომ კარი გაიღება……
ფრენისას ყველაზე მაგარი 2 მომენტია: თვითმფრინავი მიწას რომ მოწყდება და მიწას რომ შეეხება…

ფრენის არ უნდა გეშინოდეს… ფრენა საშიში არაა, ჩამოვარდნაა საშიში და კიდევ – პილოტებისვთის ყურის დაგდება,  მითუმეტეს, როცა თვითმფრინავი მონაზვნებითა და ასეთი კულულიანი “პასაჟირებითაა” სავსე და მთელი გზა ლოცვას აღავლენენ!”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი მარი ჯაფარიძე.

Facebook Comments