ქუთაისის ცენტრალურ ქუჩაზე გარევაჭრობა დღეიდან აიკრძალება

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე უნებართვო გარევაჭრობა დღეიდან აიკრძალება. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებთან ერთად გარემოვაჭრეთა დახლების დემონტაჟი განახორციელა. შესაბამისად, დასუფთავდა ტერიტორია, სადაც ამ დრომდე უნებართვო ვაჭრობა მიმდინარეობდა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით არცერთი გარემოვაჭრე არ რჩება შეთავაზების გარეშე. ყველა მათგანს ალტერნატიულ სამუშაო ფართს შესთავაზებენ, ქუთაისში არსებულ სხვადასხვა ბაზრობებზე.

ერთი თვის უკან ქალაქის ცენტრალური ნაწილში აიკრძალა გარევაჭრობა. ამჯერად იგივე პროცესი ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუთაისის ყველა უბანში არსებულ ტერიტორიაზე მოხდება.

Facebook Comments

ახალი დადებული