ვერ წარმომიდგენია, ვინმემ გაბედოს და ჩვენ ქვეყანაში რბილი ძალის ენით, ღიად გვესაუბროს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების სამსახურის უფროსმა, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში სუს-ის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა,რომ რუსული პოლიტიკა საქართველოში ფეხს ვერასდროს მოიკიდებს.

„კარგად ვიცით, რუსეთმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რაც გააკეთა. კარგად ვხედავთ ოკუპაციას და ოკუპაციის პირობებში ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის, აფხაზებისა და ოსების მიმართ მოპყრობას.

კარგად გვახსოვს ომები და ჩვენი დაღუპული ჯარისკაცები, თუ მშვიდობიანი მოსახლეობა. ამიტომ, ვერ წარმომიდგენია, ვინმემ გაბედოს და ჩვენ ქვეყანაში რბილი ძალის ენით ღიად, საჯაროდ გვესაუბროს. ამ ქმედებების გათვალისწინებით, რუსეთი და რუსული პოლიტიკა საქართველოში ფეხს ვერასდროს მოიკიდებს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული