მეცნიერება

ამინდის და ტკივილის კავშირზე სმარტფონის კვლევის პირველადი შედეგები გამოვლინდა

Nusagi

იმის დასადგენად, თუ როგორ გავლენას ახდენს ამინდი ქრონიკულ ტკივილზე, სმარტფონის კვლევამ გასაკვირი შედეგები გამოავლინა.

დიდი ბრიტანეთის სამ ქალაქში თებერვლიდან აპრილამდე პერიოდში, როდესაც ამინდი დათბა, ადამიანებში მწვავე ტკივილის ნაკლები ხანგრძლივობა გამოვლინდა, მაგრამ ივნისში მონაცემები გაიზარდა. მკვლევარები მონაცემებს სმარტფონის აპლიკაციის მეშვეობით აგროვებენ და იმედი აქვთ, რომ ნათელს მოჰფენენ გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს ჩვენ “შეგვიძლია ამინდი ჩვენი ძვლებით ვიგრძნოთ”.

მკვლევარებმა პროექტი სვენსის ბრიტანეთის მეცნიერების ფესტივალზე წარმოადგინეს.

პროექტი “მოღრუბლული ამინდი მოასწავებს ტკივილს” შეეცდება დაადგინოს ინდივიდთა რეაგირება ამინდზე, რომელიც დაფუძნებული იქნება მონაწილეთა ტელეფონებიდან აღებულ მონაცემებზე .

იმის გამო, რომ აპლიკაცია ადამიანებს მათ განწყობაზე მონაცემების შეტანასაც სთხოვს, ანალიზი უფრო დეტალური იქნება და იმასაც გამოავლენს, ახდენს თუ არა ამინდი გავლენას ბედნიერების შეგრძნებაზე.

თუმცა, ამ მომენტში, მიუხედავად ტკივილის მონაცემების წინასწარი ყოველთვიური მიმოხილვისა, რომელიც ლიდსიდან, ნორვიჩიდან და ლონდონიდან იქნა შეგროვებული, ამ ქალაქების ზოგადი მეტეოროლოგიური მახასიათებლების პარალელურად, კვლევა გვიჩვენებს, რომ აღნიშნული თემის ირგვლივ არსებობს კიდევ მეტი ურთიერთქმედება, ვიდრე ჩვენ მოველით.

“ეს მხოლოდ პრობლემის მცირე სურათია”, -განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, მანჩესტერის უნივერსიტეტის ციფრული ეპიდემიოლოგიის პროფესორმა, რევმატოლოგმა უილ დიქსონმა.

“მაგრამ ერთი საინტერესო რამ, რაც აქამდე მივიღეთ, არის დამკვიდრებულ რწმენასთან წინააღმდეგობრიობა … რომ სახსრების მდგომარეობა ცივ ამინდში უარესდება. ტკივილი დამძიმდა აპრილიდან ივნისამდე, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთხელ, როდესაც ტემპერატურამ მაღლა აიწია. ასე რომ, ეს არ ჯდება გავრცელებულ საერთო ჰიპოთეზაში“.

მონაცემების შეგროვება კვლავ გაგრძელდება. ჯერჯერობით კი ქრონიკული ტკივილის მქონე 9000-ზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა აპლიკაცია და შეუერთდა ექსპერიმენტს.

“მათგან დაახლოებით ექვსი ადამიანიდან ერთს ექვსი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად შეჰქონდა თავიანთი სიმპტომები აპლიკაციაში. ჩვენ შეგვიძლია მათი მონაცემებიდან დასკვნების გამოტანა”,- განუცხადა BBC–ს პროფესორმა დიქსონმა.

პროფესორი დიქსონი და მისი გუნდი დარწმუნებულნი არიან, რომ მათი კვლევა ამოიცნობს, თუ რა ურთიერთქმედებაა ამინდსა და ტკივილს შორის. პროფესორის განმარტებით, აპლიკაცია ადამიანების ავადმყოფობათა სიმპტომების უჩვეულოდ სწორ წვდომას გვთავაზობს.

“ბევრი კვლევა ხალხს მათი ტკივილის შესახებ მხოლოდ ერთ დღეზე ეკითხება, ეს კი არ იძლევა საშუალებას გაიზომოს სიმპტომებში ცვლილება ამინდის ფაქტორებთან მიმართებით. ჩვენს მიერ შეთავაზებული დეტალიზაცია კი სრულ მოდელს გამოავლენს, ვიდრე უბრალო კორელაციაა“,- დასძინა მან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: