აშშ-ში ბიჭი, რომელსაც ზვიგენმა, დათვმა და გველმა უკბინა, გადარჩა

20 წლის ამერიკელი, დილან მაკუიალიამსი ბოლო 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა მტაცებლების თავდასხმის მსხვერპლი გახდა, თუმცა ის გადაჩა. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.

ბიჭი ამბობს, რომ სახლში იშვიათადაა და ძირითად დროს ლაშქრობას უთმობს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ არ დაუტოვებია, ქვეყნის სხვადასხვა შტატებში ის ზვიგენმა, დათვმა და გველმა დაკბინა.

პირველად ის ზვიგენის მსხვერპლი გახდა, – ჰავაიზე.

შემდეგ, კოლორადოში, დათვი დაესხა თავს.

ბოლოს კი, იუტაში გველმაც უკბინა.

მიუხედავად შემთხვევებისა, ის თავს კარგად გრძნობს, რადგან ყოველ ჯერზე, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

„არ ვიცი, ძალიან იღბლიანი ვარ თუ ძალიან უიღბლო” – ამბობს ბიჭი.

Facebook Comments

ახალი დადებული