უცხოური მედია

აშშ-ში შიშველი მამაკაცი ვაფლის მოყვარულებს თავს დაესხა, არის მსხვერპლი

Nusagi

აშშ-ის ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, გარეუბანში მდებარე კაფეში მამაკაცმა სროლა ატეხა, არიან დაღუპულები. ამის შესახებ USA Today ქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

შემთხვევა დაწესებულებაში მოხდა, რომელიც სპეციალიზებულია ვაფლზე. თვითმხილველებმა მსროლელი აღწერეს როგორც მოკლე ვარცხნილობის მქონე თეთრი მამაკაცი. კაფეს ერთ-ერთმა სტუმარმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია და თოფი წაართვა. ჩხუბის დროს დამნაშავეს ლაბადა დაუვარდა და აღმოჩნდა, რომ ის სრულიად შიშველი იყო.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, ოთხი კი დაიჭრა.

პოლიციამ მამაკაცის იდენტიფიცირება იმ მანქანის ნიმრების საშუალებით მოახდინა, რომლითაც ის კაფეში მივიდა. იგი 29 წლის ილინოისელი ტრევის რეიკინგია. მასზე ძებნა გამოცხადდა.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,680 ნახვა
%d bloggers like this: