თემურ ბასილიას საქმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა 

ედუარდ შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსნის, თემურ ბასილიას საქმე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლო აჭიანურებს საქართველოს პროკურატურის მოთხოვნას, გადახედოს ბასილიას 2008 წლის საქმეს.

„კიდევ ერთ გადადებულ საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარყო პროკურატურის მოთხოვნა, რომ გადაეხედა თემურ ბასილიას, ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწის, 2008 წლის საქმისთვის. პროკურატურის მოთხოვნა ეფუძნებოდა გამოძიებას, რომელმაც გამოავლინა ყოფილი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი სერიოზული დარღვევები თემურ ბასილიას სისხლის სამართლებლივ დევნაში. მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ დაავალა სააპელაციო სასამართლოს დაეწყო ამ საქმის გადახედვა, ივლისში სასამართლომ დაიწყო მისი განხილვა, თუმცა შემდგომში არაერთხელ გადადო სასამართლო სხდომები.”-ნათქვამია აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშში.

როგორც თემურ ბასილია აღნიშნავს, 2017 წლის იანვარში სააპელაციომ დაბლოკა პროკურატურის მოთხოვნა და უარი თქვა საქმის განხილვაზე. პროკურატურამ გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, რომელმაც გააუქმა სააპელაციოს გადაწყვეტილება  და მხოლოდ ამის შემდეგ, ივლისში დაიწყო სააპელაციომ განხილვა, თუმცა სხდომა რამდენჯერმე გადადო.

Facebook Comments

ახალი დადებული