მევახშე ბანკირების პარპაში საქართველოში დასრულდება, გაძლევთ ამის სიტყვას

მევახშე ბანკირების პარპაში საქართველოში დასრულდება, გაძლევთ ამის სიტყვას! ჩვენ ყველაფერი გამოგვივა.  ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში გააკეთა. მისი თქმით, იმ ზემოგებების ხარჯზე, რომელიც საქართველოს ბანკებს აქვთ, ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად ნადგურდება.

„ახლა მე ვნახე ციფრები და „საქართველოს ბანკის” დირექტორს, გილაურს და „თიბისი”-ს დირექტორ ბუცხრიკიძეს ერთად აქვთ აღებული შარშან 9 მილიონზე მეტი ხელფასი. ერთ რაღაცას ვერ ვხვდები, ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც განათლება მიღებული, თქვენ უმრავლესობას აქვს ბევრად მეტი დამსახურება ქვეყნის წინაშე, ვიდრე ამ სუბიექტს. რის ხარჯზე გამოიწერეს ამხელა მოგება, ამხელა ხელფასი, ეს ხომ ნამდვილი გაღორებაა.  იმის ხარჯზე, რომ ხალხმა დაკარგა ბინები, სახლები, ახალგაზრდები გაედინებიან ქვეყნიდან და ესენი იწერენ იმაზე მეტს, ვიდრე ერთად იღებს 13 000 ქართველი პენსიონერი. სადმე რამე რომ გაფაჩუნდება, შედიან, ხურავენ საწარმოებს და ცდილობენ, კიდევ მეტი ფული ჩაიდონ ჯიბეში.”-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში და დასძენს, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ უსამართლობას მოაგვარებს.

„ნაციონალური მოძრაობა დაიწყებს უსამართლო ვალების შესწვლას. საქართველოში უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. აუცილებლად უნდა მოიხსნას წნეხი ქართულ ოჯახებზე, ჩვენ უნდა ვემზადოთ ივანიშვილ-მეჯღანუაშვილის პარპაშის დასასრულზე. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა.”-აცხადებს სააკაშვილი. მისივე თქმით, ქართველ პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 400 ლარი , მასწავლებლებს 100-, პოლიციელებს კი მინიმუმ 2 000 ლარი. და რაც მთავარია, მოიხსნას წნეხი ქართულ ოჯახებზე მევახშეების მხრიდან.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომ ბანკები ეკონომიკის შემაფერხებელ მუხრუჭად არ უნდა იქცნენ, საზოგადოების აქტიური  გამოხმაურება მოჰყვა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული