ახალი დამატებული

სერჟ სარქისიანმა თანამდებობიდან გადადგომის პირობები დაასახელა

Nusagi

სერჟ სარქისიანმა თანამდებობიდან გადადგომის პირობები დაასახელა. სომხეთის ახლადარჩეული პრემიერი აცხადებს, რომ პოსტიდან მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების შემდეგ გადადგება. ამ პრობლემურ საკითხებს შორის სარქისიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტიც დაასახელა, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო.

განცხადება სერჟ სარქისიანმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც მანამდე ოპოზიციის მომხრეებს შეხვდა. არმენ სარქისიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებთან მოსალაპარაკებლად ერევნის ცენტრალურ მოედანზე მივიდა.

პრეზიდენტმა ოპოზიციის მოთხოვნები მოისმინა და 13 აპრილს დაწყებული კრიზისის მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

აქციები სერჟ სარქისიანის გადადგომის მოთხოვნით არასანქცირებულია და დაკავებების ფონზე მიმდინარეობს.

მხოლოდ გუშინ პოლიციამ 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,543 ნახვა
%d bloggers like this: