ტიტანიკის მენიუ აუქციონზე 140 000 დოლარად გაიყიდა

გემ “ტიტანიკის” მენიუ, რომელიც პირველ სადილზე გამოიყენეს, აუქციონზე გაიყიდა. ლოტის ფასმა  140 000 დოლარი შეადგინა. ინფორმაციას Henry Aldridge & Son აუქციონის სახლი ავრცელებს.

მენიუ ტიტანიკის ერთ-ერთ გადარჩენილ ოფიცერს, ჩარლზ ლაითოლერს ეკუთვნოდა.

ბრიტანული ხომალდი “ტიტანიკი” 1912 წლის 14 აპრილს აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა, 2200 მგზავრიდან კი 1500 დაიღუპა.

გასული წლის შემოდგომაზე ტიტანიკის ერთ-ერთი მგზავრის წერილი აუქციონზე 166 ათასს ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

Facebook Comments

ახალი დადებული