პოსტები სოციალური ქსელიდან

ნუთუ არ იცით, რომ ქრისტეს შობის ერთერთი მახარობელი შავკანიანი იყო?

Nusagi

,,მეგობრებო, ბიბლია ან ახალი აღთქმა ვისაც წაგიკითხავთ, სადმე გინახავთ მოძღვრება, რომ ფერადკანიანები (ზანგები) ადამიანებად არ ცნოთო? ან მათზე ქორწინება ცოდვააო.

თუ ზანგი ქრისტიანი არ გინახავთ? გაოგნებული ვარ, ის ხალხი მაოცებს, რომლებიც ქრისტიანული ლოზუნგებით გამოდიან, რომლებიც ქრისტეს სახელით საუბრობენ, როგორ არიან რასისტები? რამდენ ქართველს ყავს ეთნიკურად(რუსი, უკრაინელი, ჩეჩენი, დაღესტნელი, სომეხი, ოსი, აზერი, იეზიდი, ქურთი, გერმანელი, ბერძენი, ებრაელი და კიდევ სხვა) არაქართველი ცოლი? ამაზე ამოგიღიათ ხმა? ისტორიის მამებად რომ მოგაქვთ თავები, იცით თუ არა რამდენ ქართველ მეფეს ყავდა სხვა ეროვნების დედოფალი ცოლად?

თამარიც არ დაგვავიწყდეს, რა გამოდის? ბაგრატიონები ქართველები არ არიან? გიფიქრიათ იმაზე თუ რამდენი ქართველი ქალი მითხოვდა თურქს, ბერძენს, იტალიელს, ამერიკელს, გერმანელს და ვინ იცის კიდევ რა ეროვნების თუ აღმსარებლობის მქონე ადამიანს?

“ზანგები” ცხოველები არიან? მსოფლიო ცივილიზაციას ბოდიში აქვს ზანგებისთვის მოსახდელი იმ შეურაცყოფისა და არაადამიანური მოპყრობისთვის რაც “ზანგებს” გადაატანინეს.

ნუთუ სიყვარული რაიმე კრიტერიუმებით ისაზღვრება? ნუთუ თავად უფალი არ არის სიყვარული? და თქვენ, რიგითო მოკვდავებო, როგორ შეგიძლიათ უარყოთ უფლის მიერ დალოცვილი გრძნობა? ნუთუ არ იცით, (ღრმად რწმენაში ჩაძირულო მორწმუნეებო) რომ ქრისტეს შობის ერთერთი მახარობელი შავკანიანი იყო?

შეგინდოთ უფალმა ეს მკრეხელური ვითომ პატრიოტიზმი!“-წერს  პოეტი გოირგი კუბლაშვილი, ფეისბუქის საკუტარ გვერდზე. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: