4 იშვიათი სახეობის ბოსტნეული და მწვანილი, რომელზეც საქართველოში დიდი მოთხოვნაა

თეთრი სატაცური, ყაბაყის ყვავილი, ალისფერი ლობიო, ყვითელი პომიდორი – ეს ბოსტნეულის იმ სახეობების ჩამონათვალია, რომელზეც საქართველოში მოთხოვნა მზარდია, თუმცა მათი წარმოება ან არ ხდება, ან ძალიან მცირე რაოდენობით.
ზოგიერთი იმპორტით შემოდის, მაგრამ იმდენად მცირე რაოდენობით, რომ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხდება.

ბოსტნეულის იშვიათ სახეობებზე მოთხოვნა საქართველოში ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის განვითარების პარალელურად გაიზარდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ ბოსტნეულის იმ იშვიათ სახეობებს გთავაზობთ, რომელთაც საქართველოში ნაკლებად შეხვდებით:

თეთრი სატაცური (White Asparagus) – სატაცური საკმაოდ ძველი და საინტერესო ბოსტნეულია, რომელიც მრავალი სასარგებლო თვისებით  გამოირჩევა. მას ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები და  შუმერები მოიხმარდნენ. ამ მცენარის 200-მდე სახეობა არსებობს და აქედან 3 სახეობა გვხვდება საქართველოში. საქართველოში სატაცური სეზონური პროდუქტია, რომელიც საკმაოდ მწირი რეცეპტების ფონზე განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობს, თუმცა დელიკატესის სტატუსი ნამდვილად გააჩნია.

 

ყვითელი ყაბაყი (Yellow Zucchini) – ყაბაყი გოგრის ნაირსახეობაა, მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. მომწიფებული ყაბაყი ყვითელი, მწვანე ან თეთრი ფერის კანით არის დაფარული. გოგრისგან განსხვავებით, ის ნაკლებ შაქარს შეიცავს და უფრო მდიდარია C ვიტამინითა და მინერალური ნივთიერებებით.

 

ყაბაყის ყვავილი (Zucchini Flower) – ყაბაყის ყვავილი უკვე საუკუნეებია, რაც მექსიკურ  სამზარეულოში პოპულარობით სარგებლობს. გოგრისებრთა ოჯახიდან ყველაზე მეტად ყაბაყის ყვავილს იყენებენ საჭმელად. კარგი გემოთი გამორჩეული ყაბაყის ყვავილი ძალიან უხდება სხვადასხვა კერძს.

ამასთან, იმ პროდუქტებს შორის, რომლებზეც მოთხოვნა არის, თუმცა წარმოება-მიწოდება საკმარისი არაა, მოხვდა: ალისფერი ლობიო (Purple Beans); ყვითელი პომიდორი (Yellow Tomatoes); Radicchio; Daikon; Belgian Endive; ნიახურის ფესვები (Celery Roots) და ა.შ.

 

Facebook Comments

ახალი დადებული