სერჟ სარგსიანმა დარბაზი მიატოვა, სადაც პაშინიანთან შესახვედრად იყო მისული

სომხეთის პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანსა და ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ პაშინიანთან შეხვედრა ჩაიშალა. სარგსიანმა პაშინიანს ბრალი დასდო, რომ ის შანტაჟით და ულტიმატუმის ენით საუბრობს. პაშინიანმა კი განაცხადა, რომ ხელისუფლება  ხალხის ხელში გადავიდა ” და დარბაზში მოლაპარაკებები კი არ გაიმართება, არამედ საპროტეტსო მოძრაობის დღის წესრიგი- ანუ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის საკითხები.

შეხვედრის დასაწყისშივე, სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა გაიმართოს დიალოგი, როცა დარბაზში ასეთი რაოდენობით არიან ჟურნალისტები.

პასუხად პაშინიანმა თქვა, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი, რადგან დარბაზში იმისთვის მივიდა, რომ  მხოლოდ სერჟ სარგსიანის გადადგომის საკითხი განიხილოს.

სარგსიანმა ოპოზიციის ლიდერის სიტყვებს შანტაჟი უწოდა და განაცხადა, რომ პაშინიანის მომხრეებს არ აქვთ გააზრებული, რამხელა საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა. ამის შემდეგ ის ადგა და დარბაზი დატოვა.

 

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული