ბათუმში, ზღვის სანაპიროზე გარდაცვლილი, მეორე კი უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი იპოვეს

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე ერთი გარდაცვლილი, მეორე კი უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი იპოვეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი ,,მედცენტრში” გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, ის კონტაქტური არ იყო.ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

როგორც ,,პირველს” შსს-ში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სსკ-ის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე.

რაც შეეხება მეორე ადამიანს, შსს-ს ცნობით, მას ალკოჰოლით ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

წყარო:pia.ge

 

Facebook Comments

ახალი დადებული