ბაჩო ახალაია მოსამართლეებს ემუქრება?

ბაჩო ახალაიას ფეისბუქ-გვერდზე პოსტი ვრცელდება, რომელშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი დღევანდელ განაჩენს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მის შვილებს და ოჯახს სწორედ ამ მოსამართლეების პირიდან მოასმენინებს, თუ ვისი დავალებით მოქმედებენ.
 „ერთია, როცა დანაშაულს დაგაბრალებენ, მეორეა, როცა ამ სახით აშკარა შეურაცხყოფას გაყენებენ. ეს განაჩენი, ეს სასამართლო, მთლიანად ეს ხელისუფლება დაკავებულია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფის მოყენებით, რომელმაც სამუდამოდ უნდათ გამანადგუროს მორალურად;
 მაგრამ ამ შეურაცხყოფაზე ჩემი ერთადერთი პასუხი იქნება ის, რომ რამდენი წელიც არ უნდა დაჭირდეს ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს, მთელ ქართულ საზოგადოებას სწორედ ამ მოსამართლეების პირიდან მოვასმენინო სრული სიმართლე. ისინი უნდა წარსდგნენ ხალხის წინაშე და დეტალურად მოყვნენ ვინ დაავალა ასეთი სიბინძურეების კეთება და რატომ ასრულებენ ასეთ ბინძურ დავალებებს.“-წერს ბაჩო ახალაია.
 შეგახსენებთ, დღეს სასამართლომ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნო და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
 სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეში ბრალდებული ნიკოლოზ ძიმცეიშვილიც და მას ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლო განხილვები ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
Facebook Comments

ახალი დადებული