მეცნიერება

დედის სიყვარული გადამწყვეტია ტვინის ზოგიერთი ნაწილის ზრდისთვის

Working together. Young beautiful businesswoman using laptop while sitting with her baby girl at her working place
Nusagi

იცით, თუ არა, რომ გონებრივი შესაძლებლობები ბავშვებს მემკვიდრეობით დედისგან გადაეცემათ? ჭკვიანი ადამიანები მადლობელი უნდა იყვნენ დედების, ვინაიდან მკვლევარების მიხედვით, დედები არიან პასუხისმგებელი გონებრივი შესაძლებლობების გენების გადაცემაზე. ამის შესახებ PSYCHOLOGY.SPOT წერს.

ამდენად, გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, ალბათ გაქრება. მარტოხელა დედებს, რომელთაც სურთ ჭკვიანი შვილები ჰყავდეთ, არ ჭირდებათ ეძებონ ნობელის პრემიის ლაურეატი უახლოეს სპერმის ბანკში, ხოლო მამაკაცები, სავარაუდოდ ხელახლა შეაფასებენ ქალების გონიერებას.

ამ მოსაზრების საფუძველზე, არსებობს გენები, რომლებიც ცნობილია “წინასწარ განმსაზღვრელი გენების” სახელწოდებით. ისინი სხვაგვარად მოქმედებენ. ძირითადად, ამ გენებს აქვთ ბიოქიმიური შემცველობა, რომელიც იძლევა გადატანის საშუალებას და ავლენს, არიან თუ არა ისინი აქტიური მემკვიდრეობით უჯრედებში. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ეს გენი მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დედისგან მომდინარეობს.

იმ შემთხვევაში, თუ იგივე გენი მამისგან არის მიღებული, ხდება მისი დეაქტივაცია. სხვა გენები პირიქით მუშაობენ, გააქტიურებულნი არიან მხოლოდ მაშინ, თუ ისინი მამისგან მომდინარეობენ.

დედის გენი პირდაპირ თავის ტვინის ქერქში მიდის, მამის კი ლიმბურ სისტემაში.

ცნობილია, რომ ინტელექტს მემკვიდრეობითი კომპონენტი გააჩნია, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ ბევრი რამ მამაზე იყო დამოკიდებული. თუმცა, რამდენიმე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვები გონებრივ უნარებს დედისგან უფრო იღებენ მემკვიდრეობით, ვიდრე მამისგან, ვინაიდან გონებრივი შესაძლებლობების გენი X ქრომოსომაშია განლაგებული .

ერთ-ერთი პირველი კვლევა ამ სფეროში 1984 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩატარდა.  კვლევამ მოახდინა ტვინის ევოლუციის ანალიზი და შეისწავლა გენომის ქცევა. შედეგად დაასკვნა, რომ დედის გენი დიდად უწყობს ხელს ტვინში აზროვნების ცენტრების განვითარებას. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ არსებობს განმაპირობებელი გენები, რომელიც აქტივირდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მემკვიდრეობით დედისგან არის მიღებული და რომელიც მნიშვნელოვანია ემბრიონის სათანადო განვითარებისთვის, ხოლო მამის გენეტიკური მემკვიდრეობა აუცილებელია ქსოვილის ზრდისთვის, რომელიც წარმოქმნის პლაცენტას.

მკვლევარებმა ვერ აღმოაჩინეს უჯრედები მამის მხრიდან თავის ტვინის ქერქში, სადაც ისინი განავითარებდნენ მოწინავე შემეცნებით ფუნქციებს, როგორიცაა გონებრივი შესაძლებლობები, აზროვნება, ენა და დაგეგმვა.მეცნიერებმა გააგრძელეს ამ თეორიის კვლევა. რობერტ ლერკემ დაადგინა, რომ ბავშვთა აზროვნება დამოკიდებულია X ქრომოსომაზე. რადგანაც ქალებს ორი X ქრომოსომა აქვთ, მემკვიდრეობით შეუძლიათ გადასცენ აზროვნებასთან დაკავშირებული მახასიათებლები.

ცოტა ხნის წინ, გერმანიის ულმის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს ის გენები, რომლებიც ჩართულია თავის ტვინის დაზიანებაში და აღმოჩნდა, რომ ბევრი ამ გენებიდან, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც დაკავშირებულია შემეცნებით შესაძლებლობებთან, ქრომოსომა X-ზე მოდიოდა.

ფაქტობრივად, შემთხვევითი არ არის, რომ ფსიქიკური დაავადებების 30% მამაკაცებში უფრო ხშირია.

გენეტიკის გარდა, არსებობს სხვა კვლევები, რომლებიც ავლენს, რომ დედა თამაშობს მნიშვნელოვან როლს ბავშვთა ინტელექტუალურ განვითარებაში, ფიზიკური და ემოციური კონტაქტით. მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევარებმა მაგალითად, აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს, რომლებსაც განვითარებული აქვთ ძლიერი კავშირი დედებთან, უვითარდებათ რთული სიმბოლური თამაშების უნარი ორი წლის ასაკში, არიან ძალიან გულმოდგინე და ნაკლები იმედგაცრუება აქვთ კონფლიქტების დროს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს ემოციური ურთიერთობების მნიშვნელობა ტვინის განვითარებისთვის და დაადგინეს, რომ დედის სიყვარული გადამწყვეტია ტვინის ზოგიერთი ნაწილის ზრდისთვის. დადგენილია, რომ აზროვნების 40-60% მემკვიდრეობითია. ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი პროცენტი დამოკიდებულია გარემოზე, სტიმულირებაზე და პიროვნულ თვისებებზე.

ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ჭკუას, სხვა არაფერია, თუ არა პრობლემის გადაჭრის უნარი. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ პრობლემების გადასაჭრელად, თუნდაც მარტივი მათემატიკურის და ფიზიკურის, თამაშში ერთვება ლიმბური სისტემა, იმიტომ, რომ ჩვენი ტვინი, როგორც მთლიანი ისე მუშაობს. ამდენად, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ აზროვნება მჭიდროდ უკავშირდება რაციონალური აზროვნების ფუნქციას, მასზე ასევე გავლენას ახდენს ინტუიცია და ემოციები, რომლებზეც გენეტიკურად დიდი გავლენა მოახდინა მამამ.

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ბავშვს აქვს მაღალი IQ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მისი ინტელექტის სტიმულირება და ვკვებოთ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი გამოწვევებით, რომლებიც მუდმივად უმჯობესდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ინტელექტი გაქრება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,693 ნახვა
%d bloggers like this: