სოციალური ქსელები და მედია

ერევანში საპროტესტო აქციებს სათავეში ოპოზიციონერი ნიკოლ პაშინიანი ჩაუდგა

Nusagi

13 აპრილს ერევანში ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრად დანიშვნის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

ის 10 წელი იყო სახელმწიფოს მეთაური და ამ თანამდებობაზე არჩევის უფლება აღარ ჰქონდა, რადგან სომხეთის კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილება ორი ხუთწლიანი ვადითაა განსაზღვრული.

9 აპრილს სარგსიანი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა, 12 აპრილს კი მმართველმა პარტიამ ის პრემიერმინისტრის პოზიციაზე წარადგინა. ოპოზიციამ მისი წარდგენა გააპროტესტა, მიიჩნია რა ის ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობად.

2015 წლის რეფერენდუმზე მხარდაჭერილი საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა: პრემიერმინისტრმა ფართო უფლებამოსილებები მიიღო, პრეზიდენტს კი მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქციები დარჩა.

საპროტესტო აქციებს სათავეში ჩაუდგა ოპოზიციონერი ნიკოლ პაშინიანი

აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს და სიტყვით გამომსვლელები პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას ითხოვენ, მათ შორის ნიკოლ პაშინიანისას, რომელიც დღეს სარგსიანთან გამართული შეხვედრიდან მალევე დააკავეს.

ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა შესაძლოა მომიტინგეები დაარბიონ.

გავრცელებული ცნობით, ერევანში ჯამში, აქციის 300-მდე მონაწილეა დაკავებული.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,676 ნახვა
%d bloggers like this: