თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღმა, ფუნქციონირება სხვა შენობაში გააგრძელა

თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღმა, რომელიც ავარიულობის გამო დაიხურა,  . ბაგა-ბაღის 731 აღსაზრდელი იმავე უბანში მდებარე ალტერნატიულ ფართში გადაიყვანეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“დაპირებისამებრ, დღეიდან N109 საჯარო ბაღმა სრულფასოვნად შეძლო ფუნქციონირების გაგრძელება ალტერნატიულ ფართში. გასულ უქმეებზე შეუსვენებლად ვიმუშავეთ, რათა ბაღს დღეიდან აღსაზრდელები შეუფერხებლად მიეღო. ჯგუფებში დამონტაჟდა ვიდეოკამერები, მიმდინარეობს უსაფრთხოების ბადეების მონტაჟიც, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ბავშვთა უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს კეთილმოწყობილი გარემო. მნიშვნელოვანია, რომ არსებული მდგომარეობა მისაღები იყოს როგორც ბავშვებისათვის, ისე მათი მშობლებისათვის,“ – თქვა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 109-ე ბაგა-ბაღის დახურვას 18 აპრილს მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა.

Facebook Comments

ახალი დადებული