მიშა ანდღულაძე-ერთი ამბავი მინდა მოვყვე. ეხლა მომინდა დაწერა….არ დაიზაროთ წაკითხვა..

ეს ხალხიც მიდის, ვინც მეგობრობისა და პატივისცემის ძაფებს იოლად ვერ წყვეტდა…ახალ თაობებს შორის საერთო აღარაფერია და მართლაც “что дальше”?……

..მიშა ანდღულაძე-

ერთი ამბავი მინდა მოვყვე. 12 წლის წინ მომიყვნენ და ეხლა მომინდა დაწერა  არ დაიზაროთ წაკითხვა, საინტერესო ამბავია…..
ერთი პერიოდი (სულ რაღაც 2 წელი) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტრანსპოტრის სამსახურის უფროსი ვიყავი და მაშინ მომიყვნენ აეროპორტში ეს ამბავი ….

– კომუნისტების დროს, თბილისი, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის აეროპორტები საქართველოს აეროპორტები იყო ყველა და მფრინავები ყველა ერთმანეთს კარგათ იცნობდნენ. თბილისი აეროპორტში პილოტი იყო, ოსი, გაზაევი, გაზაკა. სოხუმის აეროპორტში სლავა ეშბა. ამბობენ, უბალო აფხაზი ვაჟკაცი და კაცური კაციო.

მოკლედ აირია 90 იანებში ქვეყანა, დაიწყო ააფხაზეთის ომი. თბილისელი პილოტები ქართულ ჯარს ეხმარებიან, დააფრენენ ბაბუშერაში, სლავა ეშბა კი აფხაზური საჰაერო ძალების სარდალი გახდა და აფხაზების მხარეს იბრძვის. 1993 წლის ადრე გაზაფხულია. ბაბუშერადან ტუ 134 აფრინდა დაჭრილებით და თბილისში დამბრუნებელი ჯარისკაცებით გადატენილი. პილოტი ზუსტად ის ოსი გაზაკაა, გაზაევი. ძალიან თავისებური, სპეციფიური ხმა აქვს გაზაკასო, ამობებენ.

არენიდან რამოდენიმე წუთში თვითმფრინავის რადარმა დააფიქსირა კუდის მხრიდან მისკენ მოძრავი მფრინავი ობიექტი. მიახლოების სიჩქარით მიხვდა გაზაკა რომ სამხედრო თვითმფრინავია და თან აფხაზური ან რუსული, რადგან ახლომახლო ქართული თვითმფრინავი არაა, ზუსტად იცის. თბილისს გადმოსცა, უკნიდან სამხედრო თვითმფრინავი მიახლოვდება და ალბათ ჩამოგვაგდებსო.

ტუ 134 ერთ ერთი ყველაზე ცუდი მანიოვრის მქონე თვითმფრინაავია და გაექცე სამხედრო თვითმფრინავს, ან რაიმე მანიოვრით აიცილო ნასროლი რაკეტა ან სწრაფმსროლი ავია ზარბაზნის ნაღმები, წარმოუდგენელია. მოკლედ გადარჩენის შანსი ნულის ტოლია. მორჩა გაზაკა თბილისზე ინფორმაციის მიწოდებას და მის სიხშირეზე უცხო ხმა ერთვება და ეკითხება–

გაზაკ, ბრატ, ეტა ტი? გაზაკას უთქვია, ჯერ ვიფიქრე შიშისგან მეჩვენებაო, მაგრამ უცნობმა დაუმეორა შეკითხვა.
– და ეტა ია, უპასუხა გაზაკამ გაკვირვებულმა და დაბნეულმა.
–ეტა ია, სლავა ეშბა. გაისმა ყურსასმენში. 

–პრივეტ სლავა. სხვა ვერაფერი მოიფიქრა და მიესალმა გაზაკა დაბნეული.
–პრივეტ! ვოტ ი სვიძელის ბრატ! პასუხობს აფხაზი.
–პრივეტ ბრატ! პრივეტ! ი ჩტო დალშე? უპასუხა გაზაკამ და უარესისთვის გამეზადა.
– დალშე? დალშე ნიჩევო!! დალშე ჟივი ბრატ! ჟივი! უპასუხა აშბამ, ტუ134 ქვევიდან, მუცლის ქვეშ ამოუფრინა დიდი სიჩქარით, გაასწრო, მერე სიმაღლე აკრიფა, მარცხენა ვირაჟით წრე მოხაზა და უკან, სოხუმისკენ გაფრინდა. რაციაც დადუმდა!

P.S რატომ დავწერე ეეს? ათასი ჯურის და უცხო თესლით გარშემორტყმულებმა, ჩვენც, აფხაზებმაც და ოსებმაც ერთი კითხვა უნდა დავისვათ ჩვენ თავს! ჩვენ ერთმანეთის სიტორიული, მოსისხლე მტრები ვართ თუ ბედის უკუღმართობით და მტრების მონდომებით ჭკუაარეული, ერთამნეს წაკიდებული კეთილი მეზობლები და ძმები?!!! ამას რომ გავცმთ პასუხს, საშველიც მერე იქნება”-თეა შაყულაშვილის ფეისბუქ-გვერდიდან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: