პოლკოვნიკ თეთრაძის წამების საქმეზე, ბაჩო ახალაიას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

Nusagi

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეში ბრალდებული ნიკოლოზ ძიმცეიშვილიც და მას ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა.

სასამართლო განხილვები ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ სამი პირი – დავით ლონდარიძე, გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის სექტემბერში დააკავეს. დაკავებიდან ერთ კვირაში თეთრაძე ციხეში გარდაიცვალა.

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დააპატიმრეს, თავდაპირველად სამ საქმეზე ჰქონდა ბრალი წაყენებული; მათგან ორში ის გაასამართლეს. ერთში კი დამნაშსავედ ცნეს, ის 2013 წლის ნოემბერში მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეისწავლა. თუმცა, ახალაია არ გამოუშვეს ციხიდან, რადგანაც სასამართლომ მას მორიგი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.2014 წლის ჯერ იანვარში და შემდეგ ივლისში  პოკურატურამ მას დამატებით რამდენიმე ბრალდება წაუყენა, მათ შორის გადამდგარი პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის და კიდევ რამდენიმე სამხედროს წამების საქმეზე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: