სოციალური ქსელები და მედია

კვიციანი-ეს იყო იგორ გიორგაძე, რომელმაც გამოაგზავნა ვალერი ხაბურძანია…

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი, რომელიც სასჯელს კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენების გამო იხდიდა, აცხადებს, რომ თავდაპირველად ის პოლიტპატიმართა სიაში იყო, თუმცა სიიდან ამოიღეს. მისი თქმით, ეს იგორ გიორგაძის მოთხოვნით მოხდა, რომელმაც ამისთვის საქართველოში ყოფილი უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია გამოგზავნა. ამის შესახებ კვიციანმა გადაცემა “პირველებში” ისაუბრა, რომლის მტკიცებითაც სიას მაშინ გარე ძალები რუსეთი და აშშ აკონტროლებდნენ.

“რუსებს არ უნდოდათ ჩემი წამოსვლა და ქართველებს არ უნდოდათ ჩემი მიღება. რუსებს იმიტომ არ უნდოდათ ჩემი წამოსვლა, რომ თავიანთ აგენტურას ძალიან ბევრს გავშიფრავდი და ბევრიც გავშიფრე. რომ არ არიან პოლიტიკურ ველზე, ვერ უყურებთ?!” – ასე იხსენებს კოდორის მოვლენებს დეპუტატი.

მანვე პოლიტპატიმართა სიაზეც ისაუბრა. კითხვაზე, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ბრძანება გასცა, რომ პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიიდან ამოეღოთ ემზარ კვიციანი და ვინ შეასრულა ეს ბრძანება? – პასუხობს:

“ეს იყო იგორ გიორგაძე, რომელმაც გამოაგზავნა ვალერი ხაბურძანია. აქ გამოიყენა ადამიანები… ვალერი ხაბურძანიამ მერე სხვა ადამიანები ჩასვა. სხვა ადამიანის სახელისა და გვარის ხსენება უბრალოდ არ მინდა”, – თქვა ემზარ კვიციანმა.

ipress.ge

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni