ყველა მედიასაშუალება მზადაა გამჭვირვალე გახადოს საკუთარი შემოსავლები, გარდა რუსთავი 2-სა

,,მხოლოდ რუსთავი 2 – ია დღეს ის ტელეკომპანია, რომელიც იბრძვის იმ მიზნით, რომ მათი შემოსავლები გამჭვირვალე არ იყოს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულ, 2013 წლის კანონით განსაზღვრულ, მედიის ფინანსურ გამჭვირვალობას, რუსთავი 2 უკვე 4 წელია ეწინააღმდეგება.

მხოლოდ რუსთავი 2 – მა გაასაჩივრა სასამართლოს პირველ ინსტანციაში წაგებული საქმე მეორე ინსტანციაში და ხელს უშლის საზოგადოებას, მიიღოს დეტალური ინფორმაცია მედიაკომპანიების შემოსავლის წყაროების შესახებ.

მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო საიაც, სასამართლოს პირველ ინსტანციაში საქმის წაგებამდე.

აი, სწორედ ამ მიზეზითაა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის კანონის აღსრულება შეჩერებული, უკვე თითქმის 4 წელია.

დღეს ყველა მედიასაშუალება მზადაა სრულიად გამჭვირვალე გახადოს საკუთარი შემოსავლები, გარდა რუსთავი 2-სა”– წერს ფეისბუქ-მომხმარებელი კახა ბექაური.

Facebook Comments

ახალი დადებული