ანა ფაღავა-ამ ექიმმა ჩემი ძმა მოკლა! ის ერთადერთი არ არის. საზოგადოება იცნობდეს მკვლელებს!”

,,ამ ექიმმა, რომელიც ბათუმის მედცენტრში მოღვაწეობს 2018 წლის 30 მარტს ჩემი ძმა მოკლა ზუკა ფაღავა.  ჩემი ძმა ერთადერთი არ არის…

20 აპრილს იგივე კლინიკაში, იგივე ექიმმა, იგივე შეცდომით მოკლა 53 წლის ქალი. პროფესიით “კარდიოლოგმა” კარდიოგრამით გამორიცხა გული და ცდილობდა კუჭის ამორეცხვას.

საზოგადოება უნდა იცნობდეს მკვლელებს ბეჟან ხოზრევანიძე, მედცენტრი / MedCenter #მედცენტრიკლავს…ნუ შეწუხდებით უდანაშაულობის პრეზუმფციის განმარტებით, ვიცი!

საინტერესოა, რომ  სასწრაფო დახმარების სამსახურს ყველა პაციენტი მიყავს ამ დაწესებულებაში (საეჭვოდ),  ტელევიზიის მიერ დასმულ კითხვაზე სასწრაფო დახმარების ექიმმა განაცხადა, რომ პაციენტმა  თავად მოითხოვა ონკოლოგიურში წაყვანა, რაც ტყუილია!

მე პირადად დავსვი შეკითხვა სად უნდა წავსულიყავით, გავსინჯავ და გადავწყვეტო და თავად გადაწყვიტა!!

შეიყვანეს…… მოგვიანებით დამიძახეს და მითხრეს რომ სანერვიულო არაფერია, კუჭი აქვს გაღიზიანებული და გადაუსხეს კვამატელი. იგივე ექიმის, ბეჟან ხოზრევანიძის განმარტებით სისხლის ანალიზში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იყო, კარდიოგრამამ გამორიცხა გული (ვდებ კარდიოგრამას და შეგიძლიათ შეაფასოთ).

 

ცოტა ხანში გადაუსხეს მეორე კვამატელი, ვინაიდან ტკივილი არ მოეხსნა.

პირველის ნახევარზე, გამოვიდა დაცვა, ტექსტი რომელსაც პალატიდან გამოსვლისას ამბობდა:- “ბოლო-ბოლო ხო უნდა წაიყვანონ”-ო…

……  გვითხრა რომ ჩემი ძმა დაახლოებით თერთმეტ საათზე გარდაიცვალა მიოკარდიუმის ინფარქტით. კლინიკამ გარდაცვალების მიზეზად გულის გაჩერება დაასახელა.

გუშინ ბეჟან ხოზრევანიძემ მეორე პაციენტი მოკლა. დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ…..

…..ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს..

P.S. ორივე შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია 116-ე მუხლით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო და ომბუდსმენიც იკვლევს მომხდარს”,– წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ანა ფაღავა.

შეგახსენებთ რომ 2017 წლის 30 მარტს, 26 წლის ასაკში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა გულის შეტევით გარდაიცვალა. ის მაუწყებელში ბოლო ერთი წელი “დილის ტალღაში” ვიდეო – მემონტაჟის პოზიციაზე მუშაობდა

ზუკა ფაღავა.

ხოლო 21 აპრილს, ქ. ბათუმში, იგივე კლინიკა  ”მედცენტრში”, 53 წლის პაციენტის დაღუპვის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილის  ახლობლები  მედიკოსებს ამჯერადაც არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებენ.

,,გადასხმების შემდეგ   მისთვის ბრმა ნაწლავის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, თუმცა ის ოპერაციამდე გარდაიცვალა, დაღუპვის მიზეზად კი გულის გაჩერება დასახელდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პრეტენზიები აქვთ მკურნალი ექიმის მიმართ.   მათი მტკიცებით, ბეჟან ხოზრევანიძემ პაციენტს არასწორად უმკურნალა, რის გამოც  მის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავენ. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებზე  “მედცენტრში” არ საუბრობენ.”– ოჯახის წევრები ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს ajaratv.ge .

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო , რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

Facebook Comments
%d bloggers like this: