ბანკების მიერ სასამართლოს გარეშე პოლიციური წესით გამოსახლება სააკაშვილმა 2006 წელს დანერგა

ხათუნა ხოფერია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ბანკების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გამოეხმაურა. ხოფერიას განცხადებით, ყველაფერი, რაც დღეს ბანკებში ხდება და რასაც ყოფილი პრეზიდენტი აკრიტიკებს, თავად სააკაშვილის  მმართველობის დროს იქნა დანერგილი.

„მინდა გაგახსენოთ, რომ 2006 წლამდე, იპოთეკით დატვირთულ ბინებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა  წყდებოდა სასამართლოში. ისე, როგორც ამას ითვალისწინებს ნებისმიერი ევროპული სამართალი. 2006 წელს, ერთადერთმა ქვეყანამ- საქართველომ გააუქმა სასამართლო პროცესით ბინების ჩამორთმევა და შემოიღო არნახული წესი- პოლიციის მეშვეობით ადამიანების გამოსახლება. შეგიძლიათ მოიძიოთ არქივებში ასობით და ათასობით გაუბედურებული ადამიანი 2006-დან 2012 წლამდე “,-განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ფინანსთა მინისტრმა ბანკების მისამართით განცხადება გააკეთა, მიხეილ სააკაშვილმაც გადაწყვიტა ამ თემის სათავისოდ გამოყენება.

„ ყველაფერი, რაც ბანკებში ხდება, არის „ნაციონალური მოძრაობის”  დაწყებული. ახალი ხელისუფლების პირობებში კოდექსიდან იქნა ამოღებული ეს მუხლი.ვახტანგ ხმალაძის კომისია იხილავდა და 2 წელი მიდიოდა დავა, რადგან ყველა ბანკი ეწინააღმდეგებოდა, რადგან სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” მიერ იყვნენ წახალისებული ბანკები, რომ ადამიანები დაეტერორებინათ. ცოტა ხნის წინ, ფინანსთა მინისტრმა, ბახტაძემ გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით  სერიოზული ნაბიჯების გადადგმას აპირებს… და როგორ შეიძლებოდა,  მიშას ეს თემა არ აეტაცებინა და თავის თავზე არ მოერგო”,-განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული