გიორგი სანაია ძალიან მიყვარდა… ვერ წარმოვიდგენდი მის ძმას, ვახო სანაიას ამ როლში თუ ვნახავდი

,,გიორგი სანაია ძალიან მიყვარდა….
მიყვარდა რადგან მას თავისი სამშობლო და ხალხი უყვარდა და ამიტომაც შეწირეს ავაზაკებმა….
მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი და რომ გავიგე გიორგი მკვლელობის შესახებ და მერე ვუყურებდი კადრებს მთელი საქართველო, რომ აცილებდა ეკრანის წინ ხმამაღლა ვტიროდი, იმდენად განვიცდიდი რომ დიდი ხანი დამჭირდა გონზე მოსასვლელად….

ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი მისი ძმა ვახო სანაიას ამ როლში თუ ვნახავდი რაც გუშინ ვნახე მის გადაცემაში, როგორ ექცეოდა მჟავანაძეს და განსხვავებულ აზრს….
ჟურნალისტები მასე არ იქცევიან, მაგალითისთვის მოვიყვან ინგა გრიგოლიას რომელიც ხშირადაა თავდასხმის ობიექტი და ყველას გვასოვს პირდაპირ ეთერში, რომ შეაგინეს მაგრამ ქალია და მას არ უქნევია ხელები ისე და არ გამოსულა მწყობრიდან როგორც ეს დაემართა ვახო სანაიას….
სხვა ჟურნალისტი, რომ ყოფილიყო საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას მაგრამ გიორგი სანაიას ძმას ნამდვილად არ ეკადრება ასეთი ცუდი საქციელი….
ძალიან აშკარა იყო გუშინ, რომ სანაია იყო მხარე, მხარე იმ ჯგუფის ვინც ხმალამოღებული ებრძვის მართლმადიდებლობას და ყველაფერს ქართულს! ის იყო იმ ხალხის მხარეს ვინც ყოველთვის სიძულვილის ენით საუბრობს ქართულ ტრადიციებზე და სურვილი აქვთ წაშალონ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია!

იმდენად ამაზრზენი მოსასმენი იყო გუშინდელი გადაცემა, რომელიც რასისზმს მიუძღვნეს და თვითონ იყვნენ რასისტები პირდაპირ ეთერში!
საკუთარ ერს რომ აკნინებ პირდაპირ ეთერში და წინა პლანზე წამოწევ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თან ყვაფერს რომ აკეთებ გადაცრმაში რომ ქართველი წარმოაჩინო რასისტად – ესაა საკუთარი ქვეყნის ღალატი, აუცილებელი არაა ბრძოლის ველზე უღალატო ქვეყანას და ხალხს, უარაღო ომში რომ მიზნად გაქვს დასახული საკუთარი ერი ლანძღო და დაჩაგრულად წარმოაჩინო ის უცხოელები ვინც უფრო კარგად გრძნობენ საქართველოში თავს ვიდრე შენი მოქალაქეები ძალიან ცუდი ჟესტია!
აქ ორი აზრი არაა, რომ ვიღაცის დაკვეთა სრულდება და რომ გადახედო გადაცემებს ისეთი ხალხი ჰყავთ სულ სტუმრად ვინც სიძულვილის ენით საუბრობს სულ, ძალაუფლება რომ მიცე ერთ დღეს გამოგვიტანს განაჩენს ერის იმ ნაწილს ვინც მათსავით არ ვაზროვნებთ!

მე არ ვარ სანაიას მეგობარი, ამიტომ ვერ მივეცი თავს უფლება პირადში მიმეწერა და მეთქვა ჩემი გულისტკივილი მისი საქციელის გამო, მაგრამ ვინც მეგობრობთ ტაშს კი ნუ უკრავთ იმ საქციელის გამო რაც მოხდა, მეგობრულად ურჩიეთ სწორი გზა! ამბიცია კარგია, რეიტინგული გადაცემაც მაგრამ რეიტინგ ხალხი ქმნის და მადლობა ღმერთს ის კატეგორია საზოგადოების ვის მხარესაც იდგა სანაია ცოტანი არიან! ხოლო მეორე მხარე ვისაც გიორგიმ შეურაცხყოფა მოგვაყენა, დიახ, ჩვენ მოგვაყენა შეურაცხყოფა გუშინდელი რასისტული გადაცემით და არა მხოლოდ მჟავანაძეს და ლორიას – ბევრნი ვართ!

P.S. ბატონო ვახო, ზუსტად ვიცი მეგობრებთან ერთად სასაცილოდ არ გეყოფა ეს სტატუსი თუ ნახავ მაგრამ მე ეგ საკითხი არ მაღელვებს, მე ის უფრო მაღელვებს რომ თქვენთვის ადამიანის დამცირება პირდაპირ ეთერში კაცობის საზომია და თან ამას თქვენი მეგობრები გილოცავენ!

დამიჯერეთ მოსალოცი აქ არაფერია, ეს სამარცხვინო გადაცემა იყო სადაც აშკარად მხარედ იყავი წარმოდგენილი! ჩვენ ვისაც ქვეყნის და ხალხის გამო საკუთარი სიცოცხლე არ დაგვნანებია და ძალიან მძიმე წლები გამოვიარეთ 90 წლებიდან შემიძლია გითხრათ, რომ არასოდეს არ მოხდება ამ ქვეყანაში იმ ხალხის აღზევება ვის მხარესაც იდექით თქვენ გადაცემაში!

არა ძალადობას რა თქმა უნდა, მაგრამ ასჯერ არა ქართული სულის დეგრადაციას!
მილიონები, რომ აბნიოს სოროსმა მაინც ის ბედი ელის მას რაც უნგრეთში და სხვა ქვეყნებში, საიდანაც აძევებენ მას და ხურავენ მის სატანისტურ ბუდეს!

დღეს ქვეყანაში გადაცემების უმრავლესობა ცდილობთ დახატოთ ჯოჯოხეთი ქვეყანაში, ცდილობთ მსოფლიოს ქართველი წარმოუჩინოთ უარყოფით კონტექტსში მაგრამ მერწმუნეთ არაფერი არ გამოგივათ, რადგან საქართველოს ისტორია არც 90 წლებში დაწყებულა, არც 2003 წელს და არც 2012 წელს, ჩვენი ისტორია საუკუნეებს ითვლისდა კარგი იქნება ბევრმა ჟურნალისტმა ლგპდ ჟურნალების მიღმა ძველი ისტორიაც კარგად შეისწავლოთ სადაც ნათლად დაინახავთ, რომ თქვენზე უარესი წნეხისთვის გაუძლია ქვეყანას და თქვენი მცდელობაც დააკნინოთ ქვეყანა და ქართველი კრახით დასრულდება!
არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ ლანძღოთ ერი, ლანძღეთ კონკრეტულად ადრესატი და ნუ ცდილობთ არარსებული პრობლემების ხელოვნურად წარმოქმნას გრანტის მისაღებად!

საქართველო ყველაზე ტოლერანტი ქვეყანა, ხშირად ზომაზე მეტადაც რადგან ხშირად ქართველის უფლება უფრო ილახება ვიდრე უცხოელის და სწორედ ამან გაათავხედა ბევრი ჩამოსული სტუმარი რომელიც ისე გათავხედდა, რომ ეკრანიდან მორალს გვიკითხავს და გვასწავლის ბიბლიას!
ერთი ადამიანის უფლებები სრულდება იქ, სადაც ილახება მეორე ადამიანის უფლებები!
ეს ჩემი სუბიექტური აზრია!” წერს ფეისბუქის საკუთარ გვერძე, უფლებადამცველი, ინგა ბერიკაშვილი

Facebook Comments

ახალი დადებული