სოციალური ქსელები და მედია

გოგა ხაინდრავა-იმ ბიჭის გვარს თუ დამისახელებენ, იქნებ მიპასუხოს ვინმემ…

Nusagi

„მაჩალიკაშვილის გვარი ყველამ იცის და იქნებ იმ ბიჭის გვარიც გაიხსენოს ვინმემ, მსოფლიო მასშტაბის ტერორისტებთან ბრძოლაში რომ დაიღუპა“, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მე მინდა საზოგადოებას და ჟურნალისტებს დავუსვა შეკითხვა, მაჩალიკაშვილის გვარი ყველამ იცის და ვინც სპეცოპერაციის დროს დაიღუპა, იმ ბიჭის გვარს თუ დამისახელებენ, იქნებ მიპასუხოს ვინმემ… იმიტომ, რომ ის ბიჭიც დაიღუპა, მასაც ოჯახი ჰყავს, ის საკუთარ ქვეყანას იცავდა, მაგაშია საქმე, რომ მისი გვარი საქართველოში არავინ იცის.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ვკითხე, იქნებ დამისახელოთ ამ ბიჭის გვარი-მეთქი… ჩვენ ვიცით, რომ იქ ძალიან სერიოზული ტერორისტები იყვნენ, მსოფლიო მასშტაბის ტერორისტებთან ბრძოლაში დაიღუპა კაცი. მისი გვარი არავინ იცის… პირველ რიგში პრესას და მეორე რიგში, საზოგადოებას ავიწყდება… იქნებ, იმ ბიჭის უფლებები, ოჯახის უფლებებიც დაიცვას ვინმემ, გარდა ივანიშვილისა, რომელმაც ერთადერთმა გაიხსენა, რომ მასაც ოჯახი ჰყავს და მათაც მხარდაჭერა და დაცვა სჭირდებათ…“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

წყარო: .info9

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,670 ნახვა
%d bloggers like this: