პოსტები სოციალური ქსელიდან

მზიკო ჩხაიძე-ის რომ ადამიანს რომელსაც არ იცნობ-აგინებ, როგორც მინიმუმ არაკაცობაა…

Nusagi

,,თავისუფლად შეგვიძლია ვიტლიკინოთ, რაც გვინდა, როგორც გვინდა, ვისზეც გვინდა ისე, რომ საქმის გარტყმაში არ ვიყოთ და ამ დროს მთავარი დაგვავიწყდეს, რომ, იმ სხვას კი არ ვაყენებთ ამით შეურაცხყოფას, არამედ – საკუთარ თავს… 

ის, რომ განათლება დაბალ დონეზეა ამ ქვეყანაში, თემა გაცვეთილია და მეზარება კიდეც მონოლოგების კითხვა, აზრიც არ აქვს… ის, კიდევ ცალკე თემაა, სულ სხვის ცხოვრებას რომ განიხილავ და მთავარი გავიწყდება, რომ ამ დროს შენი, საკუთარი არ გაქვს…

ის, რომ ადამიანს რომელსაც არ იცნობ – აგინებ, როგორც მინიმუმ არაკაცობაა… 
აი, მე კიდევ ვიცნობ და თან კარგად ვიცნობ. ერთი უბრალო ბიჭი, რომელიც წლების წინ ჩამოვიდა საქართველოში და ისე შეუყვარდა, რომ აღარც გაბრუნებულა უკან… ისწავლა ქართული, შეგვიძინა მეგობრები, მოინათლა მართლმადიდებლად (!!!) და ელოდა დიდი მარხვის დამთავრებას, რომ ჯვარი დაეწერა მშვენიერ ქართველ გოგოზე. 

ამ გოგოს ხომ თავისუფალი არჩევანი ჰქონდა, ვინც შეუყვარდებოდა, იმას გაჰყოლოდა ცოლად. იმას რომ ვფიქრობთ, რატომ გაჰყვა შავკანიანს, ისიც ვიფიქროთ, რატომ არ გაჰყვა სხვას. ჰოდა მიიღეს ეს გადაწყვეტილება და იმსახურებენ კიდეც, რომ იყვნენ ბედნიერები.

და ბოლოს….. ქორწილზე მყოფ სტუმარს დავესესხები, რომელმაც გიორგის უთხრა, რომ ქართველებზე ასე შეყვარებული (!) ცოტა თუ უნახავს.” – წერს ფეისბუქ-მომხმქრებელი მზიკო ჩხაიძე

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,441 ნახვა
%d bloggers like this: