უცხოური მედია

ტორონტოში მიკროავტობუსის ხალხში შევარდნას 9 ადამიანი ემსხვერპლა

Nusagi

ტორონტოს პოლიციის ცნობით, ქალაქში მიკროავტობუსის ხალხში შევარდნას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია-4 დაღუპულისა და 10-მდე დაშავებულის შესახებ.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, თუმცა ის მალევე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ ჯერ მომხდარის მიზეზი არ დაუდგენიათ.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტის დროს, შემთხვევის ადგილიდან 30 კილომეტრის დაშორებით, 7 ქვეყნის: კანადის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალური შეხვედრა მიმდინარეობდა.

გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მისცემია.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,776,109 ნახვა
%d bloggers like this: