საგარეო პოლიტიკა

თურქეთმა  საქართველოს მთავრობას, სამხედრო მიზნებისთვის 5 500 000 ლირა გამოუყო

Nusagi

თურქეთმა  საქართველოს მთავრობას, სამხედრო მიზნებისთვის 5 500 000 ლირა(დაახლ. $1 350 000) გამოუყო. შესაბამის შეთანხმებას ხელი 2017 წლის ბოლოს მოეწერა, ბიუროს სხდომაზე კი 18 აპრილს განიხილეს.

დოკუმენტის მიხედვით, ახლახან გამოყოფილი თანხის ნაწილი – 4 500 000 ლირა და მანამდე სამხედრო გრანტის შესაბამისად გამოყოფილი, თუმცა გამოუყენებელი $3 883 382 ქართულმა მხარემ თურქული სამრეწველო კომპანიებისგან სამხედრო მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების შესასყიდად უნდა გამოიყენოს.

კერძოდ, საუბარია სამხედრო საინჟინრო სკოლის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და საინჟინრო ბრიგადის პროექტის გამუჯობესებაზე. დანარჩენი 1 000 000 ლირა კი მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციას მოხმარდება.

5-წლიანი შეთანხმების დოკუმენტი თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმდა. საქართველოს მხრიდან მას ხელს თურქეთში საქართველოს თავდაცვის ატაშე ალექსანდრე ქუთათელაძე აწერს, თურქეთის მხრიდან კი, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის გენერალური დირექტორის მოადგილე იუჯელ ქელეში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,450 ნახვა
%d bloggers like this: