მარინა ასათიანი-ხანდახან იქნებ ქედიც კი მოუხაროთ იმ თაობას!!

,,რამდენიც ენაც იცი ადამიანმა,ძალიან კარგი და საჭიროა ყველა,თუმცა მაინდამაინც, თან ჩემ ასაკში ინგლისურს როცა დაჟინებით გთხოვენ და თუ არ  ,,სხლავ”  ეს მინუსად გეწერება თანაც შენ ქვეყანაში,  რაც ძალიან უაზრობად მიმაჩნია.

საჭიროა ნამდვილად კომუნიკაციისთვის, რადგან საერთაშორისო ენად ითვლება, მაგრამ იცით რაშია საქმე? რასაც ვატყობ უამრავმა ევროპელმა არ იცის ინგლისური. კი არ აპროტესტებს, ,არა! უბრალოდ არ იცის. თავის ქვეყანაშიც არაა მოთხოვნილება მაინდამაინც ისწავლოს, ამას აუცილებლად არა თვლის.

მქონია შემთხვევები თუნდაც ფრანგებთან და მათ დაუწერიათ არ ვიცით ინგლისური, იქნებ ესპანურ ან იტალიურ ენაზე თარგმნოთო. მართლა ყოფილა ასე. მაგალითად გამიზიარებია გარეტის რაიმე ვიდეორგოლი სადაც საუბრობს დევიდი გერმანულ ან ინგლისურ ენაებზე და ვერ გაუგიათ.დაუწერიათ კიდევაც,ნეტავი თარგმანი ქონდესო.

ინგლისურენოვანები უფრო სკანდინავიელები არიან რასაც ვხედავ,თუმცა ერთმანეთს თავის ენაზე ესაუბრებიან,ყოველგვარი ბარბარიზმების გარეშე წერენ ტექსტებს.

.უფრო მეტად რათქმა უნდა ანგლოსაქსები მოიხმარენ ინგლისურს და ის ლათინური ამერიკის ქვეყნები , სადაც კოლონიები იყო მათი. ისიც ნაწილობრივ და აფრიკის ყოფილი კოლონიები.

რუსულზე ხომ საერთოდ არაა საუბარი რადგან ის უფრო ყოფილი ვარშავის ხელშეკრელების ქვეყნების მცხოვრებლებმა იციან და ისიც ძველმა თაობამ.ერთია მხოლოდ, რომ თარგმანი კეთდება ბევრად კარგად რუსული ენიდან სხვა ენებზე ვიდრე ქართულიდან.

ჩვენებიც კი ვერ თარგმნიან ნორმალურად თუნდაც ფილმებს ჩვენ ენაზე და არც წიგნებია ძალიან კარგად თარგმნილი სამწუხაროდ. ეტყობა თარგმანს უამრავი რამ ჭირდება კიდევ გარდა ენის ცოდნისა არა?

მახსოვს როცა შემოიღეს ჩვენ ეკრანებზე ფილმები სუბტიტრებით ,ვითომდა ამ სახით უნდა გვესწავლა ინგლისური,  თან ის ტიტრები ისე სწრაფად იწერებოდა, უფრო კითხვის მოსწრებაზე ვიყავით გადასული,ვიდრე ფილმის ნახვაზე.

სხვათაშორის ესეც ძალადობაა ადამიანებზე, რომ იცოდეთ. ძალით ნასწავლი არაფაერი ვარგა, როგორც მუსიკაზე არ შეიძლება ძალით ატარო ბავშვი. .ამან შეიძლება სამუდამოდ შეგაძულოს ის ენაც და ასეთი კანონების მიმღებიც…. ენა ცოცხალი ორგანიზმია და მისი მიღება არმიღება თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული.

ენის სწავლა,რომ მოინდომო ,ეს არც მოდის და არც სხვა რამის გამო არ შეიძლება მოხდეს. სრულფასოვანად შესწავლა მხოლოდ სიყვარულზე გადის. იმ ენის მატარებლის კულტურაზე და რაღა თქმა უნდა ასაკზეც.

ძალიან გამონაკლისია როცა ვინმე ენას უკვე ასაკში სწავლობს, თუმცაღა ის ადამიანიც ან მწერლით ან რომელიმე მუსიკოსით დაინტერესდა და ამიტომ მოინდომა მის ენაზე საუბარი.

ბევრი შემთხვევაა როცა ადამიანი ემიგრაციაშია და ის ვერ შეძლებს არსებობას იმ ქვეყანაში ენის უცოდინარობის გამო, მუდმივ ჟესტიკულაციაში.

მოკლედ, ამხელა სტატუსი გამომივიდა, აზრი კი ასეთია რასაც ვფიქრობ, საერთაშორისო ენა უნდა იცოდე ზოგადათ მაინც, მაგრამ როცა ამას მასიურად ითხოვენ ,,კანონივით,,  ეს უკვე კოლონიურ პრინციპს გავს .

თავისუფალ ქვეყნებში 1 ადგილი მათ მშობლიურ ენას უკავია და როცა ზოგიერთები ჩვენ თაობას თათხავენ, მინდა შევახსენო ის დრო. როცა  ჩვენი თაობა იდგა იქ მაშინ სწორედ ამ ენის დასაცავად, როცა არავინ იცოდა  რამდენი ტანკით გადაგვივლიდნენ…

…..ხანდახან ესეც გაიხსნენონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ თაობის მისამართით არ იშურებს სხვადასხვა სახის ეპითეტებს…..ხანდახან იქნებ ქედიც კი მოუხაროთ იმ თაობას!!” -წერს ფეისბუქ-მომხმარებელი მარინა ასათიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული