კულინარია

მოამზადეთ ბლანტი ცხელი შოკოლადი ვანილის ნაყინით

  • რძე – 500 მლ
  • კაკაო – 3 ჩ/კ
  • შაქარი – 1/3 ჭიქა
  • შოკოლადის დროპსები – 1/2 ჭიქა
  • ვანილინი – 1 ჩ/კ
  • ვანილის ნაყინი – გემოვნებით
  • გახეხილი შოკოლადი – გასაფორმებლად
  • გამდნარი შოკოლადი – ჭიქის ამოსავლებად

დადგით პატარა ქვაბით დაბალ ცეცხლზე რძე, შეათბეთ და დაუმატეთ კაკაო, აურიეთ და დაუმატეთ შაქარი, კვლავ აურიეთ და ჩაყარეთ შოკოლაის დროპსები და დაუმატეთ ვანილინი. ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ მასა ადუღებამდე.

ამოავლეთ ჭიქა შოკოლადის სოუსში, ჩაასხით ცხელ-ცხელი შოკოლადი და ჩადეთ ვანილის ნაყინი.

მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.

Facebook Comments