ნიკოლ ფაშინიანი-მზად ვარ ქვეყანას გავუძღვე

სომხეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ნიკოლ ფაშინიანი – ლიდერი 11-დღიანი საპროტესტო გამოსვლებისა, რომელიც პრემიერმინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომით დასრულდა – აცხადებს, რომ მზად არის ქვეყანას გაუძღვეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

“თუ ხალხი ამ პასუხისმგებლობას დამაკისრებს, მე ამ პასუხისმგებლობას ვიკისრებ” – განაცხადა ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე. ფაშინიანი თვლის, რომ სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროულად უნდა გაიმართოს.

სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტმა, რომელშიც უმრავლესობას სარგსიანის რესპუბლიკური პარტია ფლობს, ერთი კვირის ვადაში უნდა წარმოადგინოს კანდიდატი პრემიერმინისტრის პოსტზე და კენჭისყრა შესაძლოა უკვე 2 მაისს გაიმართოს. ჯერჯერობით უცნობია რესპუბლიკური პარტია რამდენად დაუჭერს მხარს ფაშინიანის გეგმებს.

სომხეთში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ მთავარია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ შეიქმნას.

11-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სომხეთის პრემიერი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით ვიცეპრემიერი შეასრულებს. ამასთან სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობის დათხოვნას ხელი მოაწერა.

აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრად დამტკიცებას აპროტესტებდნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული