უცხოური მედია

ოჰაიოელი მილიონერი კვების ტალონებს და უფასო სამედიცინო დახმარებას იღებდა

Nusagi
სამართალდამცავების განცხადებით, მდიდარი ოჰაიოელი მამაკაცი თვეში 300 დოლარიან კვების ტალონს და უფასო სამედიცინო დახმარებას იღებდა. ინფორმაციას FOX NEWS ავრცელებს.
 .
ალი პასკალ მაჰვის 8000 მ/კვ ფართობის სახლი რასელ თაუნშიფში გასულ კვირას იუგას ოლქის პროკურორის თანდასწრებით შეამოწმეს და მილიონერს სისტემით მანიპულირებაში დასდეს ბრალი.
 .
“აღმაშფოთებელია, როდესაც აწყდები ისეთ სიტუაციას, სადაც ვიღაც ცხოვრობს სახლში, რომელიც თითქმის მილიონი დოლარი ღირს, აქვს ცხენების თავლა, უძვირფასესი მანქანები, მილიონები საზღვარგარეთის საბანკო ანგარიშებზე და აქ  იღებს ამ ტიპის დახმარებას,” განაცხადა პროკურორმა ჯეიმს ფლეიზმა.
 .
მაჰვის და მისი ცოლის მიმართ ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ. მათი სამი ზრდასრული შვილიც იმავე სახლში ცხოვრობს, რომლის ღირებულება 800,000 დოლარს აღემატება. საქმეს სავარაუდოდ ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ და საბრალდებო დასკვნას გამოიტანენ.
 .
ხელისუფლება მაჰვის ადანაშაულებს, რომ მან, დახმარებაზე განაცხადის შეტანისას სულ მცირე 14 საბანკო ანგარიში დამალა, მათ შორის ერთ-ერთი, რომელზეც 4 მილიონი დოლარი ირიცხება შვეიცარიაში.
მაჰვი კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ის მდიდარია და აცხადებს, რომ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მეგობრების სესხი და ეკლესიის შემოწირულობებია. “ჩვენ გვქონდა იმის უფლება, რომ მოგვეთხოვა სასურსათო ტალონები და ამისთვის მივმართეთ კიდეც ხელისუფლებას“,- აცხადებს მაჰვი და ამტკიცებს, რომ საბანკო ანგარიშები, რომელიც ხელისუფლებამ ნახა ძველია.
Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: