პოტენციურ თაყვანისმცემელს დაყვავებით მივუგე:-რა თქმა უნდა, ქალბატონო, ბრძანეთ…

სპორტული ჟურნალისტი, ბიძინა ბარათაშვილი, სოციალურ ქსელსი სტასტუს აქვეყნებს:

,,ჭეშმარიტად – ტელევიზიას საოცარი ძალა აქვს და ნებისმიერი მოკვდავის ცნობადობას ასმაგად ზრდის! აღარაფერს ვამბობ “ვარსკვლავებზე”…

გუშინ საღამოს, საყვარელი სიდედრის დაბადების დღეზე მიმავალი, ერთხელაც დავრწმუნდი ამაში. ყვავილების შესაძენად გაჩერებულს, ორივე გამყიდველმა ქალმა “დაჟინებული მზერა” მომაპყრო.

ჯერ ერთი გამომელაპარაკა – მე თქვენ გიცნობთო, მითხრა და თაიგულის გასაფორმებლად გაეშურა. კმაყოფილი ღიმილი მეუღლის მიერ ექიდნურად ნათქვამმაც ვერ წამიშალა:

– კმაყოფილებისგან არ გასკდე!

ამასობაში, მეორე ქალმაც იხელთა დრო, მოგვიახლოვდა და მორიდებით იკითხა:

– ძალაინ მეცნობით და შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ?

პასუხის გაცემამდე საჭესთან გარინდულ ნანას ერთხელაც კმაყოფილად გადავხედე, შვილიშვილისთვის მზრუნველად თავზე ხელის სწრაფად გადასმაც მოვასწარი და პოტენციურ თაყვანისმცემელს დაყვავებით მივუგე:

– რა თქმა უნდა, ქალბატონო, ბრძანეთ…
– თქვენ, მგონი, სტომატოლოგი ბრძანდებით, ხომ?!
…ნანა მას მერე გაბადრული დადის…”– 
წერს ბიძინა ბარათაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული