საგარეო პოლიტიკა

ფაშინიანი ქუჩის აქციების შეწყვეტას არ აპირებს

Nusagi

სომხეთში, ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაგრძელდება, სანამ მომიტინგეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამის შესახებ მან 24 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს ხალხმა და არა მმართველმა პარტიამ. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კი უახლოეს დროში უნდა ჩატარდეს. სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ფაშინიანი ქუჩის აქციების შეწყვეტას არ აპირებს.

მანამდე, ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას გადაიბარებს.

ყოფილმა პრემიერმა, სერჟ სარგსიანმა თავისი გადადგომის შესახებ 23 აპრილს გააკეთა განცხადება. ერევანში 10 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართებოდა.

 

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: