საზოგადოება

გვახსოვს წლები, როცა განსხვავებული შეხედულებების გამო სასტიკად უსწორდებოდნენ ადამიანებს

Nusagi

კახი კალაძემ დასავლეთ საქართველოში, რეგიონალურ კონფერენციებზე ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა რასაც უცვლელად გთავაზობთ:

,,კარგად გვახსოვს ის წლები, როდესაც განსხვავებული აზრისა და შეხედულებების გამო სასტიკად უსწორდებოდნენ ადამიანებს. ეს ძალადობა ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ.

გვახსოვს 2011 წელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და მიიღო პოლიტიკური პარტიის შექმნის გადაწყვეტილება. ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია ადამიანი და ყველა განხორციელებული რეფორმა სწორედ ადამიანის კეთილდღეობისკენ არის მიმართული. რასაკვირველია, უშეცდომო არავინ არის და შეცდომები ჩვენც მოგვდის, მაგრამ ყველა ნაბიჯი გადადგმულია ქვეყნის სიყვარულით.

დღეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ეკონომიკური განვითარება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც შევძელით ბოლო წლების განმავლობაში.

ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომლებიც რეგიონის და ქვეყნის წინაშე დგას. მხოლოდ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იქნა საზოგადოების კონსოლიდაცია. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საზოგადოების ერთიანობას ქვეყნის წარმატება და გამარჯვება მოჰყვა. სწორედ ასეთი ერთიანობით შევძლებთ, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ყველას გვაწუხებს და დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყანა ხვალ იქნება ბევრად უკეთესი.

წინ გველოდება საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ღირსეულ კანდიდატს წარადგენს. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ მზად ვართ სამართლიან, ღია, გამჭვირვალე პირობებში ჩავატაროთ არჩევნები და გავიმარჯვოთ ღირსეულად.”-განაცხადა კახი კალაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,450 ნახვა
%d bloggers like this: