ავღანეთში 18 წლის გოგოს ბიჭივით აცვია, რომ იმუშაოს და ოჯახს დაეხმაროს

ავღანეთისა და პაკისტანის ზოგიერთ რაიონებში დღემდეა შემორჩენილი ეს ძალზედ უცნაური და უძველესი ტრადიცია სახელად “ბაჩა პოში“. ამ ტრადიციის მიხედვით, ოჯახებს რომელთაც არ ჰყავთ ვაჟი, ერთ-ერთ შვილ გოგონას ზრდიან ისე, როგორც ბიჭს და ეძახიან “ბაჩა პოში“-ს, რაც ბიჭვით ჩაცმულს ნიშნავს. ეს გოგონებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ და იმუშაონ ბიჭივით. ​

სიტარა ვარფადა ოჯახში 6 გოგონადან მეხუთეა. იმისთვის რომ ოჯახს დაეხმაროს, ბიჭივით აცვია და არასდროს ამბობს, რომ გოგოა.კვირაში 6 დღე​ აგურის საწარმოში მუშაობს და დღეში 160 ავღანად (1,6 ევრო) იღებს.

მას შემდეგ რაც „ბაჩა პოშები“ სრულწლოვანებას მიაღწევენ ისინი კვლავ გოგოებად გადაიქცევიან, რომ გათხოვდნენ. სიტარა მალე ხდება 18 წლის გახდება და „ბაჩა პოშის“ ადგილს თავის 13 წლის დას დაუთმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული