სოციალური ქსელები და მედია

ვოლსკი: გადავიქეცით წინასაარჩევნო პარტიად

Nusagi

პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება “ქართულ ოცნებაში” ბოლო პერიოდში არსებულ უთანხმოებებს არ უკავშირდება. ის ამბობს, რომ მათ გუნდში პარტიული სტრუქტურა საერთოდ მოიშალა და “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო პარტიად გადაიქცა, რის გამოც განვითარება შეფერხდა.

ვოლსკის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პარტიის სტრუქტურას გააძლიერებს. პარტიული მშენებლობის განვითარებისთვის კი საუკეთესო ხელმძღვანელად ვოლსკი სწორედ მას ასახელებს. პარლამენტის ვიცესპიკერი ასევე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა სავარაუდოდ, შემცირდება.

“ჩვენ უმრავლესობაში ვართ და აქაც ძალიან ბევრი თემაა წინ წამოწეული. ხელმძღვანელია აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. ქალაქის მერიის პროექტების მასშტაბებსაც გადახედეთ – კახა კალაძე არჩეულია გენერალურ მდივნად. ძალიან მძიმე და ძალიან სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს. რასაკვირველია, ამ ვითარებაში საერთოდ მოიშალა პარტიული სტრუქტურა. არ მინდა დამძიმება, მაგრამ პრაქტიკულად გადავიქეცით წინასაარჩევნო პარტიად, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე აკეთებს მობილიზებას  და რეალურად პარტია არ ვითარდება. ამ მოცემულობაში, რასაკვირველია, საუკეთესო კანდიდატურა არის პარტიის დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი. პოლიტსაბჭო ალბათ შემცირდება, ძალიან დიდია პოლიტსაბჭო მოცულობით”,- განაცხადა გია ვოლსკიმ

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,772,926 ნახვა
%d bloggers like this: